პანევეჟისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან პანევეჟისი (ქალაქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პანევეჟისი
Panevėžys
ქალაქის ცენტრი
ქალაქის ცენტრი
გერბი
გერბი
ქვეყანა ლიტვის დროშა ლიტვა
მაზრა პანევეჟისი
კოორდინატები 55°43′ ჩ. გ. 24°21′ ა. გ. / 55.717° ჩ. გ. 24.350° ა. გ. / 55.717; 24.350
პირველი ხსენება 1503
ადრეული სახელები პონევეჟი
ქალაქი 1837  წლიდან
ფართობი 52 კმ²
მოსახლეობა 114 582 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 2 236 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი http://www.panevezys.lt

პანევეჟისი მდებარეობა ლიტვა

Red pog.svg

პანევეჟისი (ლიტვ. Panevėžys, პოლ. Poniewież, 1917-მდე რუს. Поневе́ж) — მოსახლეობის მიხედვით მეხუთე ქალაქი ჩრდილოეთ ლიტვაში. პანევეჟისის მაზრისა და პანევეჟისის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

მდებარეობა[რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს მდინარე ნევეჟისის (ნემანის შენაკადი) ორივე ნაპირზე, ვილნიუსიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით 109 კილომეტრზე და კლაიპედიდან 240 კმ-ის დაშორებით. ფართობი 52 კმ2. ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია აქ ერთდება ლიტვის უმთავრესი მაგისტრალები და საერთაშორისო მაგისტრალი "ვია ბალტიკა", რომელიც ერთმანეთთან აკავშირეს ვილნიუსსა და რიგას. რკინიგზის ხაზით დაკავშირებულია ქალაქ შიაულიაისთან და ლატვიის ქალაქ დაუგავპილსთან.

მოსახლეობა[რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის პირველი აღწერის მიხედვით პანევეჟისში ცხოვრობდა 12968 ადამიანი, რომლის დაახლოებით ნახევარს ებრაელები შეადგენდნენ. I მსოფლიო ომის წინ ქალაქში 14 000 ადამიანი ცხოვრობდა. მეორე მსოფლიო ომის წინ კი - 27 ათასი. 2005 წლის მონაცემებით კი ცხოვრობს 116 247 კაცი. ქალაქი მონოეთნიკურია მოსახლეობის 96 %-ს ლიტველები შეადგენენ, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, ებრაელები...

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

პანევეჟისის პანორამა