სიგტუნა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
სიგტუნა
Sigtuna
|
სიგტუნა (შვედ. Sigtuna)— ქალაქი ცენტრალურ შვედეთში, სტოკჰოლმის საქალაქო აგლომერაციაში. განლაგებულია მელარენის ტბის ნაპირზე ბალტიის ზღვაში გასასვლელთან. მოსახლეობა 7204 (2005)
ქალაქ სხვადასხვა წყაროებით ერიკ VI ძლევამოსილმა, ან ოლაფ შიოტკუნგმა დააარსა დაახლოებით 1000 წელს. არქეოლოგიური გათხრებით კი დგინდება, რომ ქალაქის მოსახლეობა გაცილებით ადრინდელია.
წარსულში შვედეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, ადრეული ქრისტიანიზაციის ეპოქაში პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი, XI-XII საუკუნეების ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო ადგილი.
990 წელს შვედეთში პირველად აქ გამოიჭედა ვერცხლის მონეტები, რაზეც მეფე ოლაფ შიოტკუნგის გამოსახულება იყო დატანებული.