ქალაქი
| გერბი |
 |
|
კალმარი (შვედ. Kalmar) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ შვედეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, კალმარის ლენის დედაქალაქი და ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 36 392 ადამიანს შეადგენს.[1]
XI-XVII საუკუნეებში კალმარი შვედეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. 1602—1913 წლებში იგი კალმარის ეპარქიის ცენტრი იყო. 1702 წელს აშენებული კალმარის კათედრალი დღემდე რჩება კლასიცისტური არქიტექტურის დახვეწილ ნიმუშად. ქალაქი გაამაგრეს, რომლის ცენტრშიც კალმარის ციხესიმაგრე მდებარეობდა. 1658 წლის როსკილის ხელშეკრულების შემდეგ, კალმარის მნიშვნელობა დაეცა, სანამ XIX საუკუნეში ინდუსტრიული სექტორი დაიწყებდა განვითარებას. ქალქში მდებარეობს ლინეუსის უნივერსიტეტის გარკვეული ნაწილი.
გეოგრაფიულად, კალმარი კუნძულ ელანდამდე მისასვლელი მთავარი გზაა, რომელსაც ის ელანდის ხიდით უკავშირდება.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
გერმანია, ვისმარი,
დანია, სილკებორგი
ფინეთი, სავონლინა
ისლანდია, აურბორგი
ნორვეგია, არდენდალი
უგანდა, ენტებე
აშშ, უილმინგტონი
პოლონეთი, გდანსკი
რუსეთი, კალინინგრადი
ლიტვა, პანევეჟისი
თურქეთი, სამსუნი
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში