ნევეჟისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
ნევეჟისი ქალაქ კედაინიაისთან |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 210 კმ |
| აუზის ფართობი | 6140 კმ² |
| ჩაედინება | მდ. ნემანი |
| ქვეყნები | ლიტვა |
| ქალაქები | კედაინიაი, პანევეჟისი |
ნევეჟისი (ლიტვ. Nevėžis) - მდინარე ლიტვაში, მდინარე ნემანის მარჯვენა შენაკადი
ჰიდროგრაფია [რედაქტირება]
მდინარის სიგრძეა 210 კილომეტრი, აუზის ფართობი 6 140 კმ2. მიედინება შუა ლიტვის დაბლობზე. გაყინულია ნოემბერ-იანვარში. ყინულძვრაა თებერვალ-აპრილში. აქვს დაახლოებით 70 შენაკადი.
მთავარი შენაკადებია:მარცხენა - ალანტა, იუოდა, უპიტე, ლინკავა, ობელისი, ბარუპე. მარჯვენა - იუოსტა, კირშინასი, ლიაუდე, კრუოსტასი, დოტნუველე, შუშვე, სმიგლა, ალუონა, სტრიუნა.
მდინარეზე განვითარებულია მეთევზეობა, მასზე მდებარეობს ქალაქი პანევეჟისი.
მდინარის სახელი ჰქვია ქალაქ კედაინიაის კალათბურთის გუნდს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]