ორაგვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ორაგვე

სოფლის ცენტრის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი მაჩხვარეთი
კოორდინატები 42°02′58″ ჩ. გ. 42°00′22″ ა. გ. / 42.04944° ჩ. გ. 42.00611° ა. გ. / 42.04944; 42.00611
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 43[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ორაგვე — საქართველო
ორაგვე
ორაგვე — გურიის მხარე
ორაგვე

ორაგვესოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მაჩხვარეთის თემში (სოფლები: მაჩხვარეთი, ორაგვე, ჯუნმერე).

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორაგვე ლაზური წარმოშობის ტოპონიმია და „სარაგვეს“, „რაგვით“ ანუ მცირე მახეებით გარეულ ფრინველზე სანადირო ადგილებს ნიშნავს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ორაგვისღელის (ფიჩორის აუზი) ხეობაში, ზღვის დონიდან 200 მ., ლანჩხუთიდან 6 კმ. სოფელში არის გურიელის, თავისუფლებისა და მშვიდობის ქუჩები.[2] სოფელში მოდის ჩაი, ციტრუსი, ტუნგი, დაფნა.

გამოქვაბული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში, ორაგვისღელის მარცხენა მხარეს, კრაკალას მთის ფერდობზე არის გამოქვაბული, რომელიც მოცულობით ყველაზე დიდია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მარჯვნივ არის სამგანყოფილებიანი გამოქვაბული, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხვრელებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში იდგა მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ტაძარი ძველად ქვით ყოფილა აგებული, მაგრამ სიძველის გამო დანგრეულა, შემდეგ კი ხის აუშენებიათ. მისი სამრევლო 15 კომლს აერთიანებდა.[3] ორაგვეში იდგა გრიგოლ გურიელის სახლი და ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკაში მუშაობდა 1887 წლის აპრილიდან 1888 წლის ნოემბრამდე ეგნატე ნინოშვილი და აქ დაიწყო მან დაწერა რომანისა „ჯანყი გურიაში“.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1908[4] 212
1911[5] 229
2002 84
2014 43[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. მაჩხვარეთში ქუჩებს სახელები დაერქვა, გაზეთი „გურიის მოამბე" 7.05.2012. N18 გვ.2
  3. თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 83 — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
  4. Кавказский календарь на 1910 год
  5. Кавказский календарь на 1912 год