ხორეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ხორეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ჩოჩხათი
კოორდინატები 42°01′09″ ჩ. გ. 41°53′25″ ა. გ. / 42.01916694° ჩ. გ. 41.89027806° ა. გ. / 42.01916694; 41.89027806
ადრეული სახელები ყორეთი
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 251[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხორეთი — საქართველო
ხორეთი
ხორეთი — გურიის მხარე
ხორეთი

ხორეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში (სოფლები: გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი). მდებარეობს გურიის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 80 მ. ლანჩხუთიდან 30 კმ., სუფსის რკინიგზის სადგურიდან 9 კმ., ჩოჩხათიდან 3 კმ.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ხორეთი ნაწარმოებია ყორეთიდან, ყორე ქვებისგან აშენებულ ღობეს ნიშანვს.

გამოქვაბული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში არის ორი ხელოვნური გამოქვაბული ზღვის დონიდან 230 მეტრზე. ერთ-ერთი ბერების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა. აქ არის მაგიდა სამი მხრიდან საჯდომით და ბუხარი ნაცეცხლარის კვალით. მეორე მცირე გამოქვაბული სადარაჯოს წარმოადგენდა. მტრის შემოსევისას აქ თავს აფარებდნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ლეგენდის თანახმად მონადირე, რომელსაც ჰყავდა ცოლი და ერთადერთი ვაჟი, ხშირად უგებდა ნადირს ხაფანგს. ერთ დღესაც შვილი ცდილობდა დაესწრო მამისთვის ხაფანგის შემოწმება და თავად გაება მასში. როდესაც ის მამამ იპოვა, უკვე ცოცხალ-მკვდარი იყო. სახლში მიყვანილი ვაჟი გარდაიცვალა და მის დარდს გადაჰყვა დედაც. მარტო დარჩენილმა მონადირემ გამოთხარა გამოქვაბული ხორეთის მთის კალთაზე და აღიკვეცა ბერად. მოგვიანებით მას შეუერთდნენ ბედისგან დაჩაგრული სხვა ადამიანები და ასე წარმოიშვა ხორეთის ეკლესია-მონასტერი.[2]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 852
1911[4] 1232
2002 317
2014[1] 251

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. გაზეთი „სოციალისტური შრომა“ VII გვ. 3 — 1960
  3. Кавказский календарь на 1910 год
  4. Кавказский календарь на 1912 год