ბაღლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბაღლები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ჯურუყვეთი
კოორდინატები 42°03′00″ ჩ. გ. 41°57′45″ ა. გ. / 42.05000° ჩ. გ. 41.96250° ა. გ. / 42.05000; 41.96250
ადრეული სახელები კიროვი
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 367[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბაღლები — საქართველო
ბაღლები
ბაღლები — გურიის მხარე
ბაღლები

ბაღლები (ყოფილი კიროვი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯურუყვეთის თემში (სოფლები: ბაღლები, ეწერი, ჯურუყვეთი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 80 მ, ლანჩხუთიდან 10 კმ., ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზაზე. სოფელში მოდის ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალი. სოფელში ფუნქციონირებს ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლა. სოფლის სახელწოდება მეგრული ენიდან მოდის და ნიშნავს ბაღებს.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში იდგა მაცხოვრის სახელობის ძველი მომცრო ეკლესია. ეკლესია მოხატულია, შესასვლელში აქვს წარწერა.[2] ეკლესია ნაგებია ქვით. სამხრეთ შესასვლელის მარცხნივ გამოსახული იყო ახალგაზრდა კაცი, ბეშქენ ვარდანისძე, რომელიც XIV საუკუნის მოღვაწე იყო და ტაძარიც სავარაუდოდ მან ააშენა. წარწერაზე გაირჩევა ბეშქენის, მეუღლე მარიამისა და ვაჟი მიქაელის სახელები. დასავლეთ შესასვლელში მოთავსებული წარწერიდან ირკვევა, რომ მხატვარი ვინმე მანუელი იყო. ბეშქენ და მიქაელ გურიელები იხსენიებიან ჯუმათის ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ხატის წარწერაში.[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 1061
1911[5] 854
2002 488
2014[1] 367

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ბაქრაძე, დ . [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, გვ. 214. 
  3. ქართველიშვილი, თ. (2006). გურიის საეპისკოპოსოები. თბილისი: „არტანუჯი“, გვ. 115-116. ISBN 99940-11-89-8. 
  4. Кавказский календарь на 1910 год
  5. Кавказский календарь на 1912 год