ქვემო შუხუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ქვემო შუხუთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი შუხუთი
კოორდინატები 42°04′28″ ჩ. გ. 42°04′14″ ა. გ. / 42.07444° ჩ. გ. 42.07056° ა. გ. / 42.07444; 42.07056
დაარსდა II საუკუნე
პირველი ხსენება 1708
ადრეული სახელები შუხუთი
ცენტრის სიმაღლე 15
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1248[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვემო შუხუთი — საქართველო
ქვემო შუხუთი
ქვემო შუხუთი — გურიის მხარე
ქვემო შუხუთი

ქვემო შუხუთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შუხუთის თემის ცენტრი: (სოფლები: ქვემო შუხუთი, ზემო შუხუთი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 15 მ., ლანჩხუთიდან 3 კილომეტრი. სოფლის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის - საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12–ის მონაკვეთი. სოფელში არის საჯარო სკოლა, სოფელში ჩამოედინება მდინარე უკანღელე. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1642
2014 1248

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემო შუხუთი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. სოფლის სამხრეთით საირაოს ქედის ჩრდილოეთით დადასტურებულია წმ .გიორგის მონასტრის ნანგრევები, ე.წ. გორისგვერდზე. რომელიც ამჟამად სასაფლაოს ტერიტორიაზე არის.

სოფელში ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა ერთნავიანი ბაზილიკას კვალი, რომელიც V-VI საუკუნეებით არის დათარიღებული. ეკლესია მაცხოვრის სახელობისა იყო, თუმცა აღდგენის შემდეგ მას წმ. ნიკოლოზის სახელი მიენიჭა. ეკლესიას გარს გალავანი აკრავს.

სოფელში არის ასევე ღვთისმშობლის შობის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები, რომელიც 1920-იან წლებში დაანგრიეს. გადმოცემის თანახმად ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტაძარი იყო გურიასა და დასავლეთ საქართველოში. მის გუმბათზე ასასვლელად საჭირო ყოფილა 49 საფეხურის ავლა. ტაძრის გარშემო არის სოფლის მთავარი სასაფლაო.

სოფლის სამხრეთით, საირაოს ქედის ჩრდილოეთით აღმოჩენილ იქნა შუხუთის ციხე-ქალაქის არქეოლოგიური ნაშთები. ამჟამად ძეგლი შემორჩენილი არ არის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.