ჭანჭათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჭანჭათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი აკეთი
კოორდინატები 42°01′50″ ჩ. გ. 42°07′10″ ა. გ. / 42.03056° ჩ. გ. 42.11944° ა. გ. / 42.03056; 42.11944
დაარსდა ქვის ხანა
ცენტრის სიმაღლე 130
მოსახლეობა 499[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭანჭათი — საქართველო
ჭანჭათი
ჭანჭათი — გურიის მხარე
ჭანჭათი

ჭანჭათისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აკეთის თემში (სოფლები: გაგური, ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 130 მ, ლანჩხუთიდან 16 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის ცხოვრების კვალი ქვის ხანიდან დასტურდება. სოფელში დგას ნაეკლესიარი. მთავარანგელოზის ეკლესია ნაგები იყო ხით. 1958 წელს ჭანჭათში აღმოჩნდა ვერცხლის ორი პოლონური მონეტა. მონეტები ადასტურებენ რეჩ პოსპოლიტასთან გურიის სამთავროს ურთიერთობას XVII საუკუნის დასაწყისში. გურიაში პოლონური მონეტების გავრცელების კიდევ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1900 წელს ზედუბანში აღმოჩნდა ორი, ხოლო 1979 წელს მაკვანეთში ოთხი მონეტა.[3] 1920 წელს შეიქმნა ჭანჭათის თემი.[4] საბჭოთა პერიოდიდან ჭანჭათი შევიდა კვლავ აკეთის სასოფლო საბჭოში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 1206
1911[6] 781
2002 669
2014 499

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადნენ:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. გოგუაძე ე., „XVII საუკუნის მონეტები სოფელ მაკვანეთიდან“ // ლენინის დროშა, 1980, № 13, გვ. -34.
  4. თემთა ცხოვრებიდან // გურიის ერობის მოამბე, 1920, № 21, გვ. 11.
  5. Кавказский календарь на 1910 год
  6. Кавказский календарь на 1912 год