ნიგოითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ნიგოითი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ნიგოითი
კოორდინატები 42°04′59″ ჩ. გ. 42°06′29″ ა. გ. / 42.08306° ჩ. გ. 42.10806° ა. გ. / 42.08306; 42.10806
დაარსდა განვითარებული შუა საუკუნეები
ადრეული სახელები ნიგოეთი
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 615[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნიგოითი — საქართველო
ნიგოითი
ნიგოითი — გურიის მხარე
ნიგოითი

ნიგოითისოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ლანჩხუთიდან 6 კმ. სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] ასევე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰან გიულდენშტედტი იხსენიებს ნიკოსდიდის სახელით. სოფელი თავად მაჭუტაძეების საკუთრებას წარმოადგენდა და სამაჭუტაძეოში შედიოდა.[3] სოფელში იდგა მაჭუტაძეების ციხე, რომელიც 1820 წლის აჯანყების დროს დაანგრიეს. 1854 წელს ყირიმის ომის დროს სოფელში გაიმართა ნიგოითის ბრძოლა, რომელშიც რუსეთის იმპერიის ჯარმა დაამარცხა ოსმალეთის იმპერიის ჯარი. 1870-იან წლებში სოფელში შენდებოდა ახალი ქვის ეკლესია, რომელსაც ფუნქციურად უნდა შეეცვალა ძველი პატარა ტაძარი. ამ დროს სოფელში 180 კომლი ცხოვრობდა. 1872 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. 1895 წლის იანვარში ნიგოითს სტუმრობდა მარჯორი უორდროპი. მას დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე ჰანა ტარსი მასპინძლობდა.[4] 1902 წლის მაისში სოფელში მოხდა გლეხთა შეიარაღებული გამოსვლა. გლეხები სტიქიურად გამოვიდნენ თავადი მაჭუტაძეების საძოვრებზე დავის გამო. გამოსვლაში მონაწილეობდა ნიგოითის სკოლის მასწავლებელი გრიგოლ ურატაძე. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[5]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია და შუა საუკუნეების სამრეკლო. ტაძარი სავარაუდოდ XIV საუკუნის შუა წლების უნდა ყოფილიყო. წმინდა გიორგის ეკლესია დგას პატარა ბაქანზე, ავლია ქვის გალავანი. შესასვლელი დატანებულია ქვის სამრეკლოს ქვეშ. ეკლესია მაღალი კვადრატული შენობაა, უგუმბათო, დახურული ყავრით. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ლომთან მებრძოლი მამაკაცის ბარელიეფი და წარწერა. გალავანი დასავლეთიდან ეკვრის ეკლესიას და ხუთ მსხვილ ტლანქ სვეტს ეყრდნობა. გალერეა ეკლესიიდან გამოყოფილია კარიბჭით. ეკლესიის კედლები დაფარულია ჭრელი მხატვრობითა და დაზიანებული ფრესკებით.

იქვე მდებარეობდა ნიგოითის ციხე და თავად დავით მაჭუტაძის სასახლე.[6]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1908[7] 764
1911[8] 881
2002 789
2014 615[1]

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 412.
  • ბაქრაძე, დ ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, თბილისი: საბჭოთა აჭარა, 1987. — გვ. 210-213.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1962. — გვ. 311-317.
  4. გაზეთი ალიონი N33 2018 წ. გვ. 7
  5. Кавказский календарь на 1914 год
  6. ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
  7. Кавказский календарь на 1910 год
  8. Кавказский календарь на 1912 год