ნოდარ ჯანბერიძე
ნოდარ ჯანბერიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 მაისი, 1927 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 1997 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
ნოდარ შალვას ძე ჯანბერიძე (დ. 26 მაისი, 1927, თბილისი — გ. 1997, იქვე) — ქართველი არქიტექტორი, ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1972), პროფესორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1996).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (1949-1985). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1961-1985). საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი (1977-1981) და საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (1974-1981). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 537.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნოდარ ჯანბერიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნოდარ ჯანბერიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი