სტორთინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტორთინგი
ლომის ერთ-ერთი ქანდაკება სტორთინგის ეზოში

სტორთინგი (ნორვ. Stortinget - „დიდი ასამბლეა“, „თინგი“) — ნორვეგიის პარლამენტი, მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ოსლოში. პარლამენტი სტორთინგის შენობაშია განთავსებული, რომელიც 1866 წელს შვედმა არქიტექტორმა ემილ ვიქტორ ლანგლეტმა დააპროექტა.

ნორვეგიის პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა 169 ადამიანს შეადგენს, 150 მათგანი პარტიული სიებით აირჩევა პროვინციებიდან (ფიულკებიდან), დარჩენილი 19 დეპუტატი კი ე.წ. „გამთანაბრებელ“ მანდატებს იღებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სტორთინგი