კერნსი — ქალაქი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. 2007 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენს 122,731 ადამიანს, კერნსის მეთოთხმეტე ადგილი უკავია ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობით, მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ²-ზე 250.9 ადამიანს შეადგენს. ქალაქის ფართობია 488 კმ². კერნსი 1707 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრისბენის, ხოლო 2420 კილომეტრით დაცილებულია მოსაზღვრე შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეის. ქალაქი დაარსდა 1876 წელს. ქალაქი გაშენებულია მარჯნის ზღვის ნაპირებზე და ის მდებარეობს კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე. ქალაქთან ახლოს მდებარეობს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული კუინზლენდის ტენიანი ტროპიკების ეროვნული პარკი. ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია დეკემბერი და იანვარი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია ივლისი და აგვისტო. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა ავსტრალიის სხვა ქალაქებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და შეადგენს 2,222.9 მმ-ს.
-
-
«ცენტრალური სასტუმრო», კერნსი
-
-
-
-
ჩანჩქერი «ბერონო» კერნსიში
-
ტროპიკული ტყე, პლატო ატერტონი
-
გაუალი ტყეები კერნსის სიახლოვეს
-
ნიანგი ტროპიკულ ტყეში, კერნსი
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში