მერიბორო (კუინზლენდი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
მერიბორო
Maryborough
|
მერიბორო (ინგლ. Maryborough) — ქალაქი ავსტრალიაში, მდებარეობს აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 21 501 ადამიანს. მერიბორო 256 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ქალაქ ბანდაბერგს 114 კილომეტრით. მერიბორო დაარსდა 1847 წელს. ქალაქი გაშენებულია ტასმანიის ზღვის სანაპიროზე.
ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ხოლო ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 1 155,6 მმ-ს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- მერიბორო (ინგლისური)
|
|||||