ჰერვი-ბეი
|
ქალაქი
ჰერვი-ბეი
Hervey Bay
|
ჰერვი-ბეი (ინგლ. Hervey Bay) — ქალაქი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატში. მდებარეობს ტასმანიის ზღვის სანაპიროზე, შტატის ადმინისტრაციული ცენტრი ბრისბენიდან 292 კილომეტრის მანძილზე, ხოლო ქალაქი ბანდაბერგიდან 113 კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ჰერვი-ბეის აეროპორტი.
2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 52,230 ადამიანს, ამ მაჩვენებლით მას სახელმწიფოს მასშტაბით 29–ე ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე შეადგენს 22.17 ადამიანს. ჰერვი-ბეის ფართობია 2356 კმ². ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ხოლო ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1 061,6 მმ-ს.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Fraser Coast Regional Council
- Old Hervey Bay City Council Website
- Homepage for The Oceania Project. Humpback Whale Research Expedition, Hervey Bay, Queensland, Australia
|
|||||