კეიპ-იორკის ნახევარკუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეიპ-იორკის ნახევარკუნძული

კეიპ-იორკის ნახევარკუნძული (ინგლ. Cape York Peninsula) — ნახევარკუნძული ავსტრალიის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. მოქცეულია მარჯნის ზღვას, ტორესის სრუტესა და კარპენტარიის ყურეს შორის. წარმოადგენს ერთ-ერთ უკანასკნელ აუთვისებელ ტერიტორიას დედამიწაზე. მის ხელუხლებელ ტროპიკულ ტყეებსა და სავანებს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ. ამჟამად განიხილება ტროპიკული ტყეების მსოფლიო მემკვიდრეობაში შეტანის საკითხი.