მაუნტ-აიზა
|
ქალაქი
მაუნტ-აიზა
Mount Isa
|
მაუნტ-აიზა (ინგლ. Mount Isa) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კუინზლენდის შტატში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 22 600 ადამიანს. მაუნტ-აიზა 1830 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენის, ხოლო 904 კილომეტრით დაცილებულია ქალაქ ტაუნსვილის. ქალაქი მაუნტ-აიზა დაარსდა 1923 წელს, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1968 წელს. ქალაქი მდებარეობს უდაბნოების ტერიტორიაზე, მაუნტ-აიზასთან მდებარეობს ტბა მონდარა. ქალაქიდან 155 კილომეტრში მდებარეობს ორი შტატის — კუინზლენდის და ჩრდილოეთი ტერიტორიის ოფიციალური საზღვარი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა საკმაოდ დაბალია და შეადგენს 454.3 მმ-ს.
ფოტო გალერეა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||