თამაზ ჭილაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამაზ ჭილაძე (დ. 5 მარტი, 1931, ქ. სიღნაღი, საქართველოს სსრ), ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა.

პირველის ლექსი 15 წლისამ დაწერა. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო, როგორც პოეტმა. პირველი კრებული - „ლექსები“ გამოსცა 1956 წელს. ეკუთვნის პიესები - „სურათები საოჯახო ალბომიდან“, „თავფარავნელის ბალადა“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „ნადირობის სეზონი“.

მისი შემოქმედებიდან ცნობილია მოთხრობები და რომანები: „შუადღე“, „აჰა,მიიწურა ზამთარი“, „წერო“, „ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?“, „კაქტუსის ბაღი“.

თამაზ ჭილაძე შოთა რუსთაველის, სახელმწიფო და კიდევ რამდენიმე (მათ შორის, ალექსანდრე ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის) პრემიის ლაურეატია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]