მერანი (გამომცემლობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამომცემლობის შენობა.

„მერანი“ — როგორც საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამომცემლობა დაარსდა 1921 წელს თბილისში. 1925-1931 წლებში გამომცემლობას ეწოდებოდა „ქართული წიგნი“, 1932-1942 — „ფედერაცია“, 1943-1962 — „საბჭოთა მწერალი“. 1963 წელს გამომცემლობები „საბჭოთა მწერალი“, „ზარია ვოსტოკა“ და „ხელოვნება“ გაერთიადნენ ერთ დიდ გამომცემლობად და ეწოდა „ლიტერატურა და ხელოვნება“, რომელსაც 1968 წელს, გამომცემლობა „ხელოვნების“ გამოყოფის შემდეგ, დაერქვა „მერანი“. გამომცემლობას ჰქონდა ქართული და რუსული რედაქციები. „მერანის“ პერიოდული გამოცემები იყო ალმანახები „კრიტიკა“ და „საუნჯე“.

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამომცემლობა „მერანი“ თბილისში, რუსთაველის გამზირის N42-ში მდებარეობს.

შენობა, რომელშიც უწინ გაზეთის „ზარია ვოსტოკა“ რედაქცია იყო მოთავსებული 1926-30 წლებში აიგო არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით და კონსტრუქტივიზმის ნიმუშს წარმოადგენს.

შოთა რუსთაველის გამზირზე ნაგებობის ოთხსართულიანი ნაწილი გამოდის, რომელიც ერთიანი დიდი ჰორიზონტალური სარკმლებით არის განხსნილი. რუსთაველის შესახვევისკენ შენობა ხუთსართულიანი ნაწილით არის მიმართული, მისი ფართო სწორკუთხა ღიობების რიტმს ბოლო სართულის შეისრული თაღები ასრულებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0