თემურ ჩხეიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თემურ ჩხეიძე

თემურ ჩხეიძე
რეჟისორი
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1943
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
ჯილდოები "ოქროს სოფიტი" სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში "რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი" ჟან ანუის "ანტიგონეს" დადგმისათვის 1997 წელს.

თემურ ნოდარის ძე ჩხეიძე (დ. 18 ნოემბერი, 1943, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981), რუსეთის სახალხო არტისტი.


ბიოგრაფია[რედაქტირება]

1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.

1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში.

1967-1970 წლებში მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში.

1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1991 წლიდან არის სანქტ პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი.

თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.

დადგმული სპექტაკლები[რედაქტირება]

თეატრალური ინსტიტუტი:

  • ლევ ტოლსტოი "წყვდიადის მეუფება"
  • ალექსანდრე ვამპილოვი "დამშვიდობება ივნისში"
  • "ჯაზი, სიყვარული და ეშმაკი"

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი:

  • ჯემალ მონიავა ”კორპუსი V, ოთახი #55”
  • ვ. დარასელი ”კიკვიძე”
  • ი. ოტჩენაშეკი ”რომეო, ჯულიეტა და წყვდიადი”
  • ა. ვოლოდინი ”ხუთი საღამო”

ქალაქ თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო დრამატული თეატრი: დავით კლდიაშვილი ”დარისპანის გასაჭირი", "უბედურება"

  • ა. ვოლოდინი ”უფროსი და”
  • ფ. დიუმანუა, ა.ფ. დენერი ”დონ სეზარ დე ბაზანი”
  • ვ. დარასელი ”მე-16 დივიზია”

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

  • დავით კლდიაშვილი ”სამანიშვილის დედინაცვალი” (რ. სტურუასთან ერთად)
  • შალვა დადიანი ”გუშინდელნი”
  • ანტონ ჩეხოვი "თოლია"
  • თამაზ ჭილაძე "მოულოდნელი სტუმარი"
  • ფედერიკო გარსია ლორკა ”ბერნარდა ალბას სახლი”
  • მიხეილ ჯავახიშვილი ”ქალის ტვირთი”
  • სოფოკლე "ოიდიპოს მეფე"
  • ილია ჭავჭავაძე "ჩემი კალამი"
  • ი. დვორეცკი ”უცხო კაცი”
  • ვ. როზოვი ”სიტუაცია"
  • იუჯინ ო' ნილი ”სიყვარული თელებ ქვეშ"
  • ლევ ტოლსტოი "წყვდიადის მეუფება"

მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

  • ჰენრიკ იბსენი ”მოჩვენებანი”
  • ლეო ქიაჩელი ”ჰაკი აძბა”
  • ილია ჭავჭავაძე ”ასი წლის წინათ”
  • ინგა გარუჩავა და პეტრე ხოტიანოვსკი ”აღსარება”
  • უილიამ შექსპირი ”ოტელო”
  • დავით კლდიაშვილი ”დარისპანის გასაჭირი”, "უბედურება"
  • მიხეილ ლერმონტოვი ”თავადის ასული მერი”
  • მიხეილ ჯავახიშვილი ”ჯაყოს ხიზნები”
  • ოტია იოსელიანი ”ადამიანი იბადება ერთხელ”
  • ლ. ბერლანგა, რ. ასკონა, ე. ფლაიანო ”გაროტა”
  • ალექსანდრე გელმანი ”პირისპირ”
  • თამაზ გოდერძიშვილი ”ილია ვარ”
  • ფრიდრიხ შილერი ”ვერაგობა და სიყვარული”
  • მიხეილ ჯავახიშვილი ”ბედი მდევარი”
  • ნილ საიმონი ”მგზნებარე შეყვარებული”
  • დავით გაჩეჩილაძე ”ბახტრიონი”
  • არტურ მილერი ”სეილემის პროცესი”
  • თეოდორ დოსტოევსკი ”მარადი ქმარი”
  • ავგუსტ სტრინდბერგი ”მამა”
  • ა. გარნეი ”სასიყვარულო ბარათები”
  • იასმინა რიზა ”არტ ხელოვნება”
  • ჟან ანუი ”ანტიგონე”
  • მიხეილ ბულგაკოვი ”პილატე”

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრი:

  • გურამ ოდიშარია ”ზღვა, რომელიც შორია”

გენუის საოპერო თეატრი:

  • ჯუზეპე ვერდი ”დონ კარლოსი”

ვენეციის საოპერო თეატრი:

  • ჯაკომო პუჩინი ”და ანჟელიკა”
  • სერგეი რახმანინოვი ”ძუნწი რაინდი”

ბორდოს საოპერო თეატრი

  • ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი ”მეფის საცოლე”

მილანი ”ლა სკალა”

  • სერგეი პროკოფიევი ”მოთამაშე”

ნიუ იორკი ”მეტროპოლიტენ ოპერა”

  • სერგეი პროკოფიევი ”მოთამაშე”

მოსკოვის სამხატვრო თეატრი

  • მიხეილ ჯავახიშვილი ”ჯაყოს ხიზნები”
  • ჟან ანუი ”ანტიგონე”

პეტერბურგის ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრი:

  • ფრიდრიხ შილერი ”ვერაგობა და სიყვარული”
  • არტურ მილერი ”სეილემის პროცესი”
  • ედუარდო დე ფილიპო ”აჩრდილები”
  • იუჯინ ო' ნილი ”სიყვარული თელებქვეშ”
  • უილიამ შექსპირი ”მაკბეტი”
  • ალექსანდრე პუშკინი ”ბორის გოდუნოვი”
  • მიხეილ ლერმონტოვი ”მასკარადი”
  • მაიკლ ფრეინი ”კოპენჰაგენი”
  • ფრიდრიხ შილერი ”მარიამ სტიუარტი”
  • მ. მაკდონახის "სილამაზის დედოფალი", 2010

მოსკოვის დიდი თეატრი

  • დიმიტრი შოსტაკოვიჩი ”ლედი მაკბეტი”

პეტერბურგის მარინის თეატრი:

  • სერგეი პროკოფიევი ”მოთამაშე”
  • რიხარდ ვაგნერი ”მფრინავი ჰოლანდიელი”
  • ჯუზეპე ვერდი ”დონ კარლოსი”
  • ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი ”მოცარტი და სალიერი”
  • სერგეი რახმანინოვი ”ძუნწი რაინდი”

სატელევიზიო სპექტაკლები[რედაქტირება]

  • მიხეილ ჯავახიშვილი ”ჯაყოს ხიზნები”
  • ნოდარ დუმბაძე ”მარადისობის კანონი”
  • ნოდარ დუმბაძე ”კუკარაჩა”
  • მიხეილ ჯავახიშვილი ”თეთრი კურდღელი”
  • მიხეილ ბულგაკოვი ”მოლიერი”
  • ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი "აღსარება"

გადაღებულია კინოფილმში[რედაქტირება]

წოდებები და პრემიები[რედაქტირება]

  • რუსეთის სახალხო არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი
  • შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი
  • მიხეილ თუმანიშვილის პრემიის ლაურეატი
  • საქართველოს თეატრალური პრემიის ”ოქროს ნიღაბი” ორგზის მფლობელი
  • გოგი გეგეჭკორის სახელობის ”ქართული ხელოვნების რაინდი” ლაურეატი
  • რუსეთის თეატრალური პრემიის ”ოქროს ნიღაბი” ლაურეატი
  • პეტერბურგის თეატრალური პრემიის ”ოქროს ნიღაბი” მფლობელი
  • "ოქროს გრან-პრის" მფლობელი
  • "საპატიო ნიშნის" ორდენი.
  • ლენინური პრემია
  • "ოქროს სოფიტი" სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში "რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი" ჟან ანუის "ანტიგონეს" დადგმისათვის 1997 წელს.
  • რუსეთის ღირსების ორდენი, 2009.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ცუცქირიძე შ., ქსე, ტ. 11, გვ. 174, თბ., 1987

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]