ვისბადენი
| ქალაქი
ვისბადენი
Wiesbaden
|
ვისბადენი (გერმ. Wiesbaden) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ჰესენის ფედერალური მხარის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 275 976 ადამიანს შეადგენს. ქალაქ მაინის ფრანკფურტსა და მაინცთან ერთად მიეკუთვნება ფრანკფურტ-რაინ-მაინის რეგიონს — მეტროპოლიურ არეალს, რომლის მოსახლეობაც 5,8 მილიონს ითვლის.
ვისბადენი ევროპის ერთ-ერთი უძველესი საკურორტო ქალაქია. მისი სახელი ითარგმნება როგორც „მდელოს აბაზანა“, რაც ხაზს უსვამს მის ცხელ წყაროებს. ერთ დროს, ვისბადენი 27 ცხელი წყაროთი ამაყობდა. მათგან დღეისათვის თხუთმეტია დარჩენილი.[1]
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
ვისბადენი მდინარე რაინის ჩრდილოეთ ნაპირზეა გაშენებული, იქ, სადაც მდინარე მაინი რაინს უერთდება. რაინის მეორე მხარეს ქალაქი მაინცია გაშენებული. ეს ორი ქალაქი ისტორიულად ურბანული მეტოქეები იყვნენ. მაინცი ცნობილია, როგორც კათოლიკური ცენტრი კონსერვატიული ადათებით, ვისბადენი კი როგორც დემოკრატიული ქალაქი-კურორტი, სადაც პროტესტანტები სჭარბობდნენ.
[რედაქტირება] ისტორიული მოსახლეობა
| წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 1521 | 192 (სოფელი) |
| 1629 | 915 |
| 1699 | 730 |
| 1722 | 1,329 |
| 1800 | 2,239 |
| 1840 | 11,648 |
| 1870 | 33,339 |
| 1900 | 86,086 |
| 1910 | 109,002 |
| ივნისი 16, 1925 | 102,737 |
| ივნისი 16, 1933 | 159,755 |
| მაისი 17, 1939 | 191,955 |
| სექტემბერი 13, 1950 | 220,741 |
| ივნისი 6, 1961 | 253,300 |
| მაისი 27, 1970 | 250,122 |
| ივნისი 30, 1975 | 251,400 |
| ივნისი 30, 1980 | 273,700 |
| ივნისი 30, 1985 | 267,000 |
| მაისი 27, 1987 | 251,871 |
| ივნისი 30, 1997 | 267,700 |
| იანვარი 1, 2002 | 271,076 |
| სექტემბერი 30, 2005 | 274,865 |
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
სტეპანავანი, სომხეთი
ფონდეტი, საფრანგეთი
გენტი, ბელგია
კფარ-სავა, ისრაელი
კლაგენფურტი, ავსტრია
ლუბლიანა, სლოვენია
მონტრო, შვეიცარია
ოკოტალი, ნიკარაგუა
სან-სებასტიანი, ესპანეთი
ტუნბრიდჯ-უელსი, გაერთიანებული სამეფო
ვროცლავი პოლონეთი (1987-დან)[2]
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Wiesbaden Area English & French Speaking Community
- Unofficial website
- Wiesbaden City Panoramas – Panoramic Views and virtual Tours
- Photos of Wiesbaden
- More Photos of Wiesbaden
- Wiesbaden Daily Photos
- Webcam to Wiesbaden (Remote-Control Pan-Tilt)
- 23 live webcams to Wiesbaden
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Wiesbadener Tagblatt. September 18, 2008
- ↑ Wrocław Official Website – Partnership Cities of Wrocław.
თარგი:Fontcolor 2007 Wrocław Municipality. წაკითხვის თარიღი: December 8, 2008.

