კარიმ აბდულ-ჯაბარი
| პოზიცია | ცენტრალური მოთამაშე |
|---|---|
| კლუბი | მილოუკ ბაქსი ლოს-ანჯელეს ლეიკერსი |
| ლიგა | NBA |
| სიმაღლე | 2.18 მ |
| წონა | 121 კგ |
| ეროვნება | ამერიკელი |
| დაბ. თარიღი | 16 აპრილი, 1946 ნიუ-იორკი, აშშ |
| კარიერა | 1969–1989 |
კარიმ აბდულ-ჯაბარი (ინგლ. Kareem Abdul-Jabbar; ფერდინანდ ლუის ალსინდორი; დ. 16 აპრილი 1946, ნიუ-იორკი, აშშ) — გამოჩენილი ამერიკელი კალათბურთელი. იგი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ კალათბურთის ისტორიაში. თამაშობდა „მილუოკი ბანქსში“ (1969-1975) და „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ (1975-1989). ნბა-ს 6-გზის ჩემპიონი (1971, 1980, 1982, 1985, 1987, 1988 წწ.). 15-ჯერ შევიდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში (1971-1974, 1976, 1977, 1980, 1981, 1984, 1986 წწ.), 6-ჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე (1971, 1972, 1974, 1976, 1977, 1980 წწ.). ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სეზონში 1971 და 1972 წწ. (შესაბამისად თითო თამაშში 31.7 და 34.8 ქულას აგროვებდა). ნბა-ს ისტორიაში სულ 38 387 ქულა მოაგროვა.
1971 წელს შეიცვალა სახელი, რამდენიმე წელში ისლამი მიიღო. კარიერა დაასრულა 42 წლის ასაკში.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი (ინგლისური)
- (ინგლისური) კარიმ აბდულ-ჯაბარი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
- კარიმ აბდულ-ჯაბარი (ინგლისური)
