ტუგელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუგელა

ტუგელა
კოორდინატები: 28°45′00″ ს. გ. 28°53′45″ ა. გ. / 28.75000° ს. გ. 28.89583° ა. გ. / -28.75000; 28.89583
მდებარეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სიმაღლე 948 
მდინარე ტუგელა
ტუგელა — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ტუგელა

ტუგელა (ინგლ. Tugela Falls) — აფრიკის უმაღლესი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წყალვარდნილი.[1] სიმაღლე 948 მ. მასზე მაღალი ჩანჩქერი მხოლოდ ანხელია (1054 მ). ტუგელა მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარის ზემო ნაწილში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციაში. იგი განსაკუთრებით კარგად მოჩანს თავსხმა წვიმების შემდეგ. ჩანჩქერი შედგება 5 წყალვარდნილისაგან. წყალვარდნილის ზემოთ არსებული წყალი სისუფთავით გამოირჩევა, დასალევად ვარგისია. ჩამოკვეთილი ადგილები ზამთარში ხშირად თოვლით იფარება. ჩანჩქერთან არის ორი მისასვლელი ბილიკი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tugela Falls დაარქივებული 2009-11-13 საიტზე Wayback Machine. , World Waterfall Database, retrieved May 2, 2007