დიეგო მანუელ ჩამორო ბოლანიოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩამორო (მრავალმნიშვნელოვანი).
დიეგო მანუელ ჩამორო ბოლანიოსი
დიეგო მანუელ ჩამორო ბოლანიოსი
ნიკარაგუის 34-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1921 – 12 ოქტომბერი, 1923
წინამორბედი ემილიანო ჩამორო ვარგასი
მემკვიდრე როსენდო ჩამორო

მოქალაქეობა ნიკარაგუა
ეროვნება ნიკარაგუელი
პოლიტიკური პარტია ნიკარაგუის ეროვნული პარტია

დიეგო მანუელ ჩამორო ბოლანიოსი (ესპ. Diego Manuel Chamorro Bolaños დ. 9 აგვისტო, 1861, ნანდაიმე – გ. 12 ოქტომბერი, 1923, მანაგუა) იყო ნიკარაგუელი პოლიტიკოსი და ნიკარაგუის 34-ე პრეზიდენტი. ეკუთვნოდა ნიკარაგუის ეროვნული პარტიას და იყო ჩამოროს გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი. ჩამოროს მამა იყო პედრო ხოაკინ ჩამორო ალფარო.

დიეგო ჩამორო პრეზიდენტად აირჩიეს 1921 წელს, თავისი ძმისშვილის ემილიანოს საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ. თავისი პრეზიდენტობის დროს წააწყდა აჯანყებულთა შემოტევას ჰონდურასიდან. ჩამორომ დადო შეთანხმება ჰონდურასისა და სალვადორის პრეზიდენტებთან, მომავალში ამგვარი თავდასხმების ასაცილებლად. მან ასევე ხელი მოაწერა მშვიდობისა და მეგობრობის შეთანხმებას ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან.

პრეზიდენტი დიეგო მანუელ ჩამორო დაიღუპა 1923 წელს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს.

შთამომავლობა[რედაქტირება]

დიეგო მანუელ ჩამოროს ცოლად ჰყავდა თავისი ბიძაშვილი დოლორეს ბოლანიოს ჩამორო, მათ შეეძინათ ერთი ქალიშვილი:

  • მერსედეს ჩამორო ბოლანიოსი, რომელიც დაქორწინდა თავის ბიძაშვილ ფერნანდო ჩამორო ჩამოროზე; მათს ერთი ვაჟი შეეძინათ:
  • ედმუნდო ჩამორო ჩამორო. ედმუნდოს თავის მეუღლესთან, ბლანკა რაპაჩოლი ი ასენხოსთან, ჰყავდა:
    • ედმუნდო ჩამორო რაპაჩოლი
    • რობერტო ჩამორო რაპაჩოლი
    • სილვიო ჩამორო რაპაჩოლი
    • ფერნანდო ჩამორო რაპაჩოლი
    • ემილიანო ჩამორო რაპაჩოლი
    • მელბა ჩამორო რაპაჩოლი
    • გრეხენ ჩამორო რაპაჩოლი
    • ბლანკა ჩამორო რაპაჩოლი