ნორბერტო რამირეს არეასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნორბერტო რამირეს არეასი
სალვადორის მე-13 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 სექტემბერი, 1840 – 7 იანვარი, 1841
წინამორბედი ანტონიო ხოსე კანიასი
მემკვიდრე ხუან ლინდო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აპრილი, 1849 – 1 აპრილი, 1851
წინამორბედი ბენიტო როსალესი
მემკვიდრე ხუსტო აბაუნსა

დაბადებული მე-18 საუკუნის ბოლო
ლეონი, ნიკარაგუა
გარდაცვლილი 11 ივლისი, 1856
ლეონი, ნიკარაგუა
მოქალაქეობა ნიკარაგუა
ეროვნება ნიკარაგუელი

ნორბერტო რამირეს არეასი (ესპ. Norberto Ramírez Áreas, დ. მე-18 საუკუნის ბოლო, ლეონი, ნიკარაგუა- გ. 11 ივლისი, 1856, ლეონი, ნიკარაგუა) იყო ნიკარაგუელი პოლიტიკოსი და იურისტი. 1840 წლის 20/23 სექტემბრიდან 1841 წლის 7 იანვრამდე იყო სალვადორის პრეზიდენტი, 1849 წლის 1 აპრილიდან 1851 წლის 1 აპრილამდე იყო ნიკარაგუის 24-ე უმაღლესი დირექტორი.

1840 წლის 20 წექტემბერს სალვადორში იფეთქებს ჯარის აჯანყებამ ფრანსისკო მალესპინის წინამძღოლობით პრეზიდენტ ანტონიო ხოსე კანიასის გადასაყენებლად (მალესპინს ჰქონდა სურვილი ემართა კანიესი. კანიესი კი არ იყო თანახმა). მას შემდეგ, რაც ხოსე დამიან ვილაკორტამ უარი თქვა თანამდებობაზე, რამირესმა ითავა გაძღოლოდა სალვადორის მთავრობას. 1840 წლის დეკემბერში, სან-სალვადორის ახლოს მდებარე ქალაქ სანტიაგო ნონუალკოში იფეთქებს მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყება პეტრონილო კასტროს ხელმძღვანელობით. თუმცა, ეს ამბოხს მთავრობამ ჩაახშო, 1841 წლის 7 იანვარს რამირესმა ძალაუფლება გადაულოცა ხუან ლინდოს.

1849 წლიდან 1851 წლამდე რამირესი იყო საკუთარი სამშობლოს, ნიკარაგუის უმაღლესი დირექტორი. მან 1849 წელს დადო შეთანხმება, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო კლეიტონ-ბულუერის შეთანხმებას. კლეიტონ-ბულუერის შეთანხმების ძალით აშშ ჩაერია ნიკარაგუის საშინაო საქმეებში.

ნორბერტო რამირეს არეასი იყო მერსედეს რამირეს დე მელენდესის მამა. თავად მერსედეს რამირესი იყო დედა კარლოს და ხორხე მელენდესებისა, რომლებიც გახდნენ სალვადორის პრეზიდენტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]