პედრო ხოაკინ ჩამორო ალფარო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩამორო (მრავალმნიშვნელოვანი).
პედრო ხოაკინ ჩამორო ალფარო
ნიკარაგუის მე-13 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი, 1875 – 1 მარტი, 1879
წინამორბედი ხოსე ვისენტე კუარდა
მემკვიდრე ხოაკინ სავალა

დაბადებული 21 ივნისი, 1818
გრანადა, ნიკარაგუა
გარდაცვლილი 7 ივნისი, 1890
გრანადა, ნიკარაგუა
მოქალაქეობა ნიკარაგუა
ეროვნება ნიკარაგუელი
პოლიტიკური პარტია ლიბერალური პარტია

პედრო ხოაკინ ჩამორო ალფარო (დ. 21 ივნისი, 1818, გრანადა–გ. 7 ივნისი, 1890, გრანადა), იყო ნიკარაგუელი პოლიტიკოსი და ნიკარაგუის მე-13 პრეზიდენტი.

პედრო ხოაკინის მშობლები იყვნენ პედრო ხოსე ჩამორო არგუიელო და ხოსეფა მარგარიტა ალფარო მონტეროსო. ფერნანადომ ადრეულ ასაკში მიატოვა სწავლა და თავის ძმა დიონისიოსთან ერთად ხელი მიჰყო მამამისის მამულის მოვლა-პატრონობას, თავისი ნახევარძმის ფრუტო ჩამოროს მეურვეობის ქვეშ.

1849 წელს პედრო ხოაკინი გახდა გარანადის მერი. 1854 წელს კი მონაწილეობას იღებდა გრანადის დაცვაში მასიმო ხერესის წინააღმდეგ და იბრძოდა უილიამ უოლკერის წინააღმდეგ. 1862 წელს ჩაერთო პოლიტიკაში და თავი წარადგინა გრანადის დეპარტამენტის სენატორად. 1869 წელს სამთავრობო ხუნტის წევრი ხდება. 1871 წელს ოთხი წლის ვადით ირჩევენ ნიკარაგუის პრეზიდენტად და 1885 წელს ხელმეორედ მოდი მთავრობაში, ისევ ხუნტის წევრად. პედრო ჩამორო თავის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ერთსადაიმავე დროს იყო პროგრესული და ოპორტუნისტი პიროვნება. როდესაც კონსერვატორები იცავდნენ "campesinos" იგი წარმოადგენდა გრანადის ოლიგარქიას და მტკიცედ იცავდა კონსერვატულ პრინციპებს. მას ცენტრალური ამერიკა წარმოედგინა ვაჭრობაზე დაფუძნებული ფეოდალური ეკონომიკის რეგიონად. იგი დაეხმარა ნიკარაგუას შეენარჩუნებინა თავისი ბუნებრივი რესურსები, რომელთაც რამდენიმე დიდგვაროვანი ოჯახი, მათ შორის ჩამოროს ოჯახი და კიდევ სხვები, რომლებსაც დღესაც აქვს გავლენა ნიკარაგუის ეკონომიკაზე, აკინტროლებდა. ჩამორო პოლიტიკურ გავლენას სიკვდილამდე ინარჩუნებდა.

მისი პირველი ცოლი იყო ნ. გუადამუსი და მეორე იყო მარია დე ლა ლუს ბოლანიოს ბენდანია.