ხოსე მარია ესტრადა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოსე მარია ესტრადა
ნიკარაგუის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მარტი, 1850 – 13 ოქტომბერი, 1850
წინამორბედი ფრუტო ჩამორო
მემკვიდრე პატრისიო რივასი

მოქალაქეობა ნიკარაგუა
ეროვნება ნიკარაგუელი

ხოსე მარია ესტრადა (ესპ. José María Estrada, დ. 1802, გრანადა, ნიკარაგუა- გ. 13 აგვისტო, 1856, ოკოტალი, ნიკარაგუა) იყო ნიკარაგუის მე-2 ნიკარაგუის პრეზიდენტი.

სამოქალაქო ომის დაწყების გამო 1855 წლის 12 მარტს ფრუტო ჩამორომ ძალაუფლება გადასცა ესტრადას, რათა გაძღოლოდა სამოქალაქო ომს და დაემარცხებინა გრანადას მომდგარი აჯანყებული ლიბერალები. 1855 წლის 10 აპრილიდან იგი გახდება ნიკარაგუის დროებითი პრეზიდენტი ფრუტო ჩამოროს გარდაცვალების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სალვადორის პრეზიდენტი ცდილობდა შეესრულებინა მედიატორის როლი დაპირისპირებულ ნიკარაგუელებს შორის, სამოქალაქო ომი მაინც გრძელდებოდა. ლიბერალებმა ვერ აიღეს გრანადა, სამაგიეროდ ამერიკელმა ავანტურისტმა უილიამ უოლკერმა აიღო ქალაქი გრანადა 1855 წლის 13 ოქტომბერს. უოლკერმა პრეზიდენტად დანიშნა პატრისიო რივასი, რომელიც უოლკერის სრული მორჩილი იყო. ესტრადა იძულებული გახდა მიეტოვებინა პრეზიდენტობა და ნიკარაგუაც. თუმცა, 1856 წელს იგი დაბრუნდება ნიკარაგუაში და სოლოტილოში მოაწყობს საკუთარი მთავრობის რეზიდენციას. ტომას მარტინესს კი დანიშნავს არმიის მთავარსარდლად. საბოლოოდ, ესტრადა ნიკასიო დელ კასტოლოს დანიშნავს ნიკარაგუის პრეზიდენტად, თუმცა მისი მთავრობა ერთ თვეში დაიშლება.