არნოლდო ალემანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არნოლდო ალემანი
არნოლდო ალემანი

ნიკარაგუის მე-60 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 იანვარი, 1997 – 10 იანვარი, 2002
ვიცე-პრეზიდენტი  ენრიკე ბოლანიოსი
წინამორბედივიოლეტა ბარიოს დე ჩამორო
მემკვიდრეენრიკე ბოლანიოსი

დაბადებული23 იანვარი, 1946
მანაგუა
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიაკონსტიტუციონალის-ლიბერალების პარტია
მეუღლემარია დოლორეს კარდენალ ვარგასი
მარია ფერნანდა ფროლეს ლანსასი

ხოსე არნოლდო ალემან ლაკაიო (ესპ. José Arnoldo Alemán Lacayo; დ. 23 იანვარი, 1946) — ნიკარაგუის მე-60 პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანაგუაში დაბადებულმა ალემანმა თავდაპირველი განათლება მიიღო მანაგუის ლა სალეს უნივერსიტეტში. 1967 წელს დაამთავრა ლეონის ავტონომიური უნივერისტეტი რეგიონული ეკონომიკისა და საფინანსო კანონმდებლობის განხრით. იგი იყო ანასტასიო სომოსა დებაილეს ადმინისტრაციის წევრი. 1980 წელს დააპატიმრა სანდინისტას სამთავრობო ხუნტამ. ჩამოართვეს საკუთრება და 9 თვის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. მის პატიმრობას დაემთხვა მამამისის გარდაცვალება, რომელსაც ვერ დაესწრო. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გარკვეული პერიოდით ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში.

ნიკარაგუაში დაბრუნების შემდეგ იგი აქტიურად ჩაერთო ბიზნესში, პოლიტიკასა და საგანმანათლებლო საქმიანობაში. ასევე მონაწილეობას იღებდა ტულანესა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტების კონფენენციებში.

1990-იანი წლების დასაწყისში გახდა მანაგუის მერი. პოპულარული გახდა თავისი საქალქო განვითარების გეგემით, რომელმაც 1972 წლის მიწისძვრით დანგრეულ მანაგუას, ნაწილობრივ დაუბრუნა სილამაზე. ამ პერიოდში დაარქვეს "El Gordo"(მსუქანი კაცი). მკვდრეთით აღდგენილი ლიბერალური ალიანსისი პრეზიდნტად არჩეული ალემანი ტოვენბს მანაგუის მერის ტანამდებობას, რათა კენჭი იყაროს ახალდანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

1996 წლიდან იწყებს საპრეზიდენტო კამპანიას, ანტისანდინისტური გამოსვლებით. გადმოსცეს, რომ დაუდგენელმა პირებმა ესროლეს ალემანს, თუმცა სასიკვდილოდ ალემანის მცველი დაიჭრა. საბოლოოდ ელემანმა ხმათა 48%-ით დაამარცხა ორტეგა (40%). ორტეგამ არჩევნები გაყალბებულად სცნო და არ აღიარებდა დამარცხებას.

ალემანმა წარმატებით დაიწყო დანგრეული ეკონომიკის აღდგენა, შემცირდა ინფლაცია და გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი. ნიკარაგუის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა იქონია გაზრდილმა უცხოურმა ინვესტიციებმა. დევიზის "საქმე, არა სიტყვები" ("Obras, no palabras!"), ალემანი ხელმძღვანელობდა საგზაო ქსელის მოწყობას ნიკარაგუის მთელს ტერიტორიაზე. 1980-იან წლებში ნიკარაგუის გზების უმეტესობა კეთილმოუწყობელი იყო. შეიმუშავა პროგრამა, რომელმაც საშუალება მისცა ნიაკრაგუის ყველა რეგიონში აეშენებინა სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

პრეზიდენტობის დროს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში და მიიღო რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისგან.

ალემანის პირველი მეუღლე მარია დოლორეს კარდენალ ვარგასი დაიღუპა 1989 წელს კიბოს დაავადებით, რომლისგანაც დარჩა ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი. 1999 წლის 23 ოქტომბერს, პირველი ცოლის გარდაცვალებიდან ცხრა წლის შემდეგ დაქორწინდა მარია ფერნანდა ფროლეს ლანსასზე, რომელთანაც ჰყავს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

კორუფციის ბრალდება და სასჯელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალემანის საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ იგი ჩაანაცვლა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ენრიკე ბოლანიოსმა. ალემანის პრეზიდენტობის ბოლო წლებში საცნაური გახდა მისი ადმინისტრაციის კომიტეტებში გამეფებული კორეუფცია. პრეზიდნტმა ბოლანიოსმა ყოფილი პრეზიდენტი დაადანაშაულა კორუფციის დაფარვაში. მისი მტკიცებით კორუფციაში ჩართული იყო ალემანის ოჯახის წევრები: მისი და და ძმა, ქალიშვილი მარია დოლორეს ალემანი თავის მეუღლე ხერონიმო გადეასთან ერთად. ასევე ამხილეს ყოფილი მინისტრები და ახლო მეგობრები (ზოგიერთი ქვეყნიდან გაიქცა). დაპატიმრებულ თოთხმეტ პირთაგან ციხეში მოხვდა კორუფციაში მხილებული მთავარი პერსონა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე- ბირონ ხერესი. უცხო ქვეყნის რამდენიმე მთავრობამ ალემანის საბანკო ანგარიშები თავის ქვეყანაში გაყინა და მოხდა მათი ჩამორთმევა. დაცვის მხარე ამბობდა, რომ ეს ფული არ იყო მოპარული სახელმწიფო ბუიჯეტიდან, არამედ ალემანის ყავის პლანტაციებიდან შემოსული მოგება იყო.

2002 წლის დეკემბერში დაპატიმრებულ ალემანს 2003 წლის 7 დეკემბერს გამოუტანეს განაჩენი — ოცწლიანი პატიმრობა ფულის გათეთრების, ქონების მითვისებისა და კორუფციის ბრალდებით. სასამართლო პროცესზე წარმაოადგიანა სამხილი, რომ საერთო ჯამში მას და მის ცოლს მიუთვისებიათ $100 მილიონის ოდენობის თანხა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლომ ალემანს შინაპატიმრობა მიუსაჯა. 2004 წელს საერთაშორისო გამჭვირვალეობის ორგანიზაციან ალემანი ბოლო პერიოდის ისტორიაში მეცხრე ყველაზე კორუმპირებულ ლიდერად გამოაცხადა.

პრეზიდენტობის ბოლო წლებში ალემანი შეეკრა დანილე ორტეგას, რათა ქვეყანაში არ ჰყოლოდა ეფექტიანი ოპოზიცია და ყოფილიყო მდგრადი პოლიტიკური გარემო, შესთავაზა რა სანდინისტას პარტიის წევრებს საზოგადოებრივ და სამთავრობო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილები.

2009 წლის 16 იანვარს ნიკარაგუის უმაღლესმა სასამართლომ ოცწლიანი შინაპატიმრობაც გაუუქმა კორუფციაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს.