ფრანსისკო ურკუიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსისკო ურკუიო
ნიკარაგუის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1975 – 1979
წინამორბედი ვაკანტური
მემკვიდრე ვაკანტური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ივლისი, 1979 – 18 ივლისი, 1979
წინამორბედი ანასტასიო სომოსა დებაილე
მემკვიდრე ეროვნული აღორძინების მთავრობის ხუნტა

დაბადებული 30 ივლისი, 1915
რივასი, ნიკარაგუა
გარდაცვლილი 14 სექტემბერი, 2001
მანაგუა, ნიკარაგუა
მოქალაქეობა ნიკარაგუა
ეროვნება ნიკარაგუელი
პოლიტიკური პარტია ლიბერალ-ნაციონალისტების პარტია

ფრანსისკო ურკუიო მილანიოსი (ესპ. Francisco Urcuyo Maliaños; დ. 30 ივლისი, 1915 - გ. 14 სექტემბერი, 2001) ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, ნიკარაგუის დროებითი პრეზიდენტი. მას 1974-1979 წლებში ეკავა ნიკარაგუის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ანასტასიო სომოსა დებაილეს ადმინისტრაციაში.

ურკუიო მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, 1979 წლის 17 და 18 ივლისში, ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, სომოსა დებაილეს გადადგომის შემდეგ. სომოსას გაქცევის შემდეგ მან მოინდომა დარჩენილი ვადით ეპრეზიდენტა. ამან გამოიწვია სანდინისტების გაშმაგება და 18 ივნისს იგი გვატემალაში გაიქცა ნიკარაგუიდან, რომელსაც სანდინისტური ძალები მართავდნენე.