ლეონარდო არგუელიო ბარეტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონარდო არგუელიო ბარეტო
ნიკარაგუის 47-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მაისი, 1947 – 26 მაისი, 1947
წინამორბედი ანასტასიო სომოსა გარსია
მემკვიდრე ბენხამინ ლაკაიო საკასა

დაბადებული 29 აგვისტო, 1875
მეხიკო, მექსიკა
გარდაცვლილი 15 დეკემბერი, 1947
მოქალაქეობა ნიკარაგუა
ეროვნება ნიკარაგუელი
პოლიტიკური პარტია ლიბერალური პარტია

ლეონარდო არგუელიო ბარეტო (ესპ. Leonardo Argüello Barreto; დ. 29 აგვისტო, 1875 - გ. 15 დეკემბერი, 1947) ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, ნიკარაგუის 47-ე პრეზიდენტი კონსტიტუციონალ-ლიბერალური პარტიიდან. რამდენიმე მცდელობის შემდეგ მან გაიმარჯვა არჩევნებში. მის ოცდაექვსდღიან პრეზიდენტობას ბოლო მოუღოს ანასტასიო სომოსა გარსიას, ნიკარაგუის რეალური მმართველის, მოწყობილმა სახელმწიფო გადატრიალებამ.

ცხოვრება[რედაქტირება]

ლენარდო არგუელიო ბარეტო დაიბადა ნიკარაგუის ქალაქ ლეონში, სადაც მუშაობდა ექიმად. 1912 წელს იგი ჩაირიცხა ლიბერალურ პარტიაში. ასევე მონაწილეობას იღებდა 1926 წლის კონსტიტუციონალისტების ომში. არგუელიო მსახურობდა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად, ნიკარაგუის სახალხო განათლების, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრად.

გარდა დიპლომატობისა და პოლიტიკური მოღვაწეობისა, არგუელიო ეწეოდა სამწერლობო მოღვაწეობას. იგი მონაწილეობდა 1936 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დამარცხდა ანასტასიო სომოსათან პაექრობისას. შემდგომი, 1947 წლის, არჩევნებისთვის ყველას გასაკვირად სომოსამ ლიბერალური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ლეონარდო არგუელიო დაასახელა, იმ პირობით თუ სომოსა გახდებოდა ეროვნული გვარდიის მეთაური.

რესპუბლიკის მეთაური[რედაქტირება]

1947 წლის 1 მაისს ინაუგურაციაზე წარმოთქმული სიტყვიდან ჩანდა, რომ ახალარჩეული პრეზიდენტი არ იქნებოდა გენერალ სომოსას მარიონეტი. იმ დღიდან დაპირისპირება სომოსასა და არგუელიოს შორის იზრდება და მწვავე დაპირისპირებაში გადადის. მთავრობამ ამხილა ეროვნული გვარდიის დანაშაულებები და გამოაქვეყნა ანასტასიო სომოსას მიერ მისი პრეზიდენტობის დროს მითვისებული საკუთრებები. ამ პერიოდში გავრცელდა ხმები, რომ პრეზიდენტი შეეკრა სომოსას მოწინააღმდეგე სამხედროებს, ძმებ ფრანსისკო და ორასიო აგუირე ბაკას. ამ ყოველივემ გააშმაგა სომოსა, რომელსაც ოცნებად გადაექცა მთელი ნიკარაგუა დაემორჩილებინა.

ამბოხი და გადასახლება[რედაქტირება]

1947 წლის 26 მაისს გენერალი ანასტასიო სომოსა გაუძღვა ამბოხებულებს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ ბრალდებით, რომ მთავრობა შეთქმულიყო სომოსას წინააღმდეგ ეროვნული გვარდიის მეთაურობიდან გადასაყენებლად. კონგრესმა ლეონარდო არგუელიო ბარეტო პრეზიდენტობისთვის უუნაროდ და თანამდებობიდან გადაყენებულად სცნო. ბრალდებით-იგი ძირს უთხრიდა წესრიგს არმიაში. ასამბლეამ არგუელიოს შემცვლელად სომოსას მარიონეტი ბენხამინ ლაკაიო საკასა გამოაცხადა.

არგუელიომ თავი შეაფარა მექსიკის საელჩოს, საიდანაც ექვსი თვის შემდეგ გადავიდა მექსიკაში პრეზიდენტის თანამდებობის დაუთმობლად. ძმებმა აგუირეებმა პანამის საელჩოს დახმარებით ვენესუელაში ჩააღწიეს.

პრეზიდენტი არგუელიო მეხიკოში ჩასვლიდან მალევე 1947 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მეხიკოში.