ვიქტორ მანუელ რომან ი რეიესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ მანუელ რომან ი რეიესი
ნიკარაგუის 49-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1947 – 6 მაისი, 1950
წინამორბედიბენხამინ ლაკაიო საკასა
მემკვიდრემანუელ ფერნანდო სურიტა

დაბადებული13 ოქტომბერი, 1872
გარდაცვლილი6 მაისი, 1950
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიალიბერალ-ნაციონალისტების პარტია

ვიქტორ მანუელ რომან ი რეიესი (ესპ. Víctor Manuel Román y Reyes; დ. 13 ოქტომბერი, 1872 — გ. 6 მაისი, 1950) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი, ნიკარაგუის 49-ე პრეზიდენტი. სამი წლის განმავლობაში. იგი პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას გარდაიცვალა. მის მთავრობაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა მარიანო არგუელიო ვარგასს.

ვიქტორ მანუელ რომან ი რეიესი (ასევე უწოდებდნენ ტ.ვ-ტიო ვიქტორი) იზიარებდა ხოსე სანტოს სელაიას სამხედრო ფილოსოფიას, რომელიც გერმანიის კაიზერის სამხერდო თვალთახედვის იდენტური იყო. ტიო ვიქტორი სომოსას ლიბერალ-ნაციონალისტური პარტიის წევრი იყო.

პრეზიდენტი ვიქტორ მანუელი ფილადელფიაში გარდაიცვალა. მან სასიკვდილო სარეცელთან, რომელიც გარშემორტყმული იყო შვილიშვილებით, ოჯახის წევრებითა და რამდენიმე პოლიტიკოსით, ხელი მოაწერა ლიბერალური და კონსერვატული პარტიების კოალიციურ შეთანხმებას. პრეზიდენტი დაეხმარა პოლიტიკურ უმცირესობებს ეროვნულ კონგრესში შეეღწიათ.