ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო
ვიკიპედიიდან
| ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო | ||
| ნიკარაგუის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 25 აპრილი 1990 – 10 იანვარი 1997 | ||
| წინამორბედი | დანიელ ორტეგა | |
| მემკვიდრე | არნოლდო ალემანი | |
|
|
||
| დაბადებული | 18 ოქტომბერი 1929 რივასი ნიკარაგუა |
|
| რელიგია | კათოლიკე | |
ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო - (ესპ. Violeta barrios de Chamoro დ. 18 ოქტომბერი, 1929, რივასის დეპარტამენტი) ნიკარაგუის პირველი ქალი პრეზიდენტი (25 აპრილი, 1990 - 10 იანვარი, 1997). ცნობილი ნიკარაგუელი დისიდენტისა და ჟურნალისტის პედრო ხოაკინ ჩამორო კარდენალის ქვრივი.
[რედაქტირება] განათლება
სწავლობდა ამერიკის შეერთებული შტატების ორ კათოლიკურ კოლეჯში: ქალაქი სან-ანტონიო (ტეხასის შტატი)და ქალაქი სოუტსაიდი (ვირჯინიის შტატი), თუმცა სწავლა ვერ დაამთავრა მამის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.
[რედაქტირება] კარიერა
ქალბატონი ვიოლეტას პოლიტიკური კარიერა დაიწყო მას შემდეგ რაც მისი მეუღლე შეიქმნა მსხვერპლი ანასტასიო სომოსა დებაილეს პოლიტიკურმა რეჟიმისა (1978 წლის 10 იანვარს იგი ქუჩაში მუხანათურად მოკლეს). 1979 წლის 18 ივლისს ანასტასიო სომოსა დებაილეს დიქტატურა დაემხო. ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო შეიყვანეს ეროვნული აღორძინების მთავრობის ხელმძღვანელ საბჭოში, თუმცა იგი მალევე დატოვა იმ მოტივით, რომ მთავრობა დაშორდა იმ თავდაპირველ პრინციპებს რომლის შესახებაც მოილაპარაკეს კოსტა-რიკის ქალაქ პუნტარენასში და რომელიც ითვლისწინებდა ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებას. მთავრობის დატოვების შემდეგ სათავეში ჩაუდგა გაზეთ ”პრენსა”-ს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მეუღლისაგან. 1990 წლის 25 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურა წამოაყენა 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ. პირველივე ტურში მიიღო ხმების 54,7 % და დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი დანიელ ორტეგა. ვიოლეტა ბარიოს დე ჩამოროს პრეზიდენტობის დროს ნიკარაგუაში მოეწყო რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრა:
- 1992 წელი, 4-5 ივლისი - ცენტრალური ამერიკის ქვეყნების XII სამიტი.
- 1993 წელი, ივნისი - ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის XVIII გენერალური ასამბლეა.
- 1994 წელი, 12 ოქტომბერი - ეკოლოგიური პრობლემებისადმი მიძღვნილი I ამერიკული სამიტი.
- 1996 წელი, 9 მაისი - ანდების პაქტის ქვეყნების XVIII შეხვედრა.
[რედაქტირება] ოჯახი
1951 წელს ცოლად გაჰყვა პედრო ხოაკინ ჩამოროს, ცნობილი პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელს, ოჯახისა რომელმაც ნიკარაგუას 5 პრეზიდენტი მისცა: ფრუტოს ჩამორო (1853-1855), პედრო ხოაკინ ჩამორო (1875-1879), ემილიანო ჩამორო (1917-1921 და 1926), დიეგო მანუელ ჩამორო (1921-1923) და როსენდო ჩამორო (1923). დონა ვიოლეტას ჰყავს ოთხი შვილი: 2 ვაჟი (პედრო ხოაკინი და კარლოს ფერნანდო) და 2 ქალიშვილი (კლაუდია ლუსია და კრისტინა).
| წინამორბედი: დანიელ ორტეგა |
ნიკარაგუის პრეზიდენტი 1990 – 1997 |
შემდეგი: არნოლდო ალემანი |

