გვარამ მამფალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვარამ (გუარამ) მამფალი (გ. 882), IX საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აშოტ I დიდის უმცროსი ძე, ბაგრატ I კურაპალატის თანამმართველი, ბაგრატიონთა ტაოს შტოს ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. წარმატებით იბრძოდა არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ. შეიპყრო თბილისის ამირა გაბულოცი და ბიზანტიაში გაგზავნა დატყვევებული, დაიპყრო ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი (აშოცი) და არტაანი (ამ დროს უნდა მიეღო მას "მამფალის" ტიტული). სამცხეში აუგია ციხეები - ოძრხე, ჯვარის ციხე და ლომსიანთა. IX საუკუნის 80-იან წლებში გვარამ მამფალმა თრიალეთი დაკარგა (მას დაეუფლა ლიპარიტ I, რომელმაც დავით I კურაპალატის ვასალობა იკისრა). გვარამ მამფალმა არ თანაუგრძნობდა თავის ძეს ნასრას, რომელმაც თრიალეთის გამო ბაგრატიონებს შორის ატეხილი დავის დროს ღალატით მოკლა (881) დავით I. სიცოცხლის ბოლო წლებში გვარამ მამფალმა ჯავახეთი, არტაანი და ტაშირი თავის ძმებს ბაგრატ I კურაპალატსა და ადარნასე I-ს, ხოლო აბოცი ცოლისძმას, სომეხთა მეფეს სმბატ I დიდს გადასცა, თავად კი ბერად აღიკვეცა და მალე გარდაიცვალა კიდეც. დასაფლავებულია მის მიერ მეორედ აშენებულ ოპიზის მონასტერში. გიორგი მერჩულე გვარამ მამფალს დიდ მამფალსა და დიდ ხელმწიფეს უწოდებს. მისივე სიტყვით გვარამ (გუარამ) მამფალი ფრიად სიტყვახელოვანი და განსწავლული კაცი ყოფილა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 3, გვ. 133, თბ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე