ადარნასე II

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადარნასე II
ქართველთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 888
მმართ. დასასრული: 923
წინამორბედი: გურგენ I
მემკვიდრე: ბაგრატ II
დაბ. თარიღი:
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით I

ადარნასე II — ქართველთა მეფე 888-923, ტაო-კლარჯეთის სამეფოს გამგებელი, ძე დავით I კურაპალატისა, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ტაოს შტოს შთამომავალი. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის გაჩაღებულ შინაფეოდალურ ომში დავით I კურაპალატის დაღუპვის (881) შემდეგ სამთავროს გამგებლობა ადარნასე II-ის ხელში გადავიდა. დავითის მკვლელმა ნასრა გვარამ მამფლის ძემ 888 აფხაზთა მეფის ბაგრატის დახმარებით სცადა ტაო-კლარჯეთის სამფლობელოების დაბრუნება, მაგრამ ადარნასე II-მ და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს. ამ დროიდან დაიწყო ადარნასე II-ის გაძლიერება. ბაგრატიონთა შორის მან პირველმა მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული (888). ადარნასე II იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის. მას მხარს უჭერდნენ სომხეთის (შირაქის) მეფეები. 891 ადარნასე II სომხეთის შინაფეოდალურ ბრძოლებში ჩაერია და ხელი შეუწყო შირაქში სუმბატ აშოტის ძის გამეფებას. 904 ადარნასე II-მ სუმბატის დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე კონსტანტინე. შემდეგში სუმბატ სომეხთა მეფემ გაათავისუფლა კონსტანტინე, რასაც ყოფილ მოკავშირეებს შორის განხეთქილება მოჰყვა. 907 ადარნასე II მიემხრო სომხეთში შემოჭრილ არაბთა სარდალს აბუ ლ-კასიმს და სუმბატის წინააღმდეგ იბრძოდა. ადარნასე II ეწეოდა კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობას: ააშენა და საეპისკოპოსო საყდრად აქცია ბანის ტაძარი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

წინამორბედი:
გურგენ I
ტაო-კლარჯეთის მეფე
888 - 923
შემდეგი:
ბაგრატ II
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე