დავით I კურაპალატი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დავით I კურაპალატი | |
| ტაო-კლარჯეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 876 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 881 |
| წინამორბედი: | ბაგრატ I |
| მემკვიდრე: | გურგენ I |
| დაბ. თარიღი: | |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | აშოტ I დიდი |
დავით I კურაპალატი (გ. 881) — ქართველთა სამეფოს (ტაო-კლარჯეთის) მეფე, ბაგრატ I-ის უფროსი ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. კურაპალატი 876 წლიდან. 881 წელს დავით I ვერაგულად მოკლა გვარამ (გუარამ) მამფალის ძემ ნასრამ. ივანე ჯავახიშვილის აზრით, მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როცა ლიპარიტ I ბაღვაშმა გვარამ მამფალის კუთვნილი თრიალეთის ქვეყანა დაიპყრო და თავის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრამ ეს აქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა მოისურვა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 3, გვ. 333, თბ., 1978
| წინამორბედი: ბაგრატ I |
ტაო-კლარჯეთის მეფე 876 - 881 |
შემდეგი: გურგენ I |