სმბატ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სმბატ I ბაგრატუნი (გ. 914) — სომხეთის მეფე 891-914 წლებში. იბრძოდა სომხეთის გათავისუფლებისათვის სახალიფოს ბატონობისაგან. სმბატ I მოქმედებდა საქართველოსთან კავშირში და კარგად იყენებდა არაბეთისა და ბიზანტიის უთანხმოებას. განსაკუთრებით მძიმე იყო მისი ბრძოლა ატროპატენას მმართველ იუსუფ იბნ აბუ-ლ-საჯთან, რომელიც თვითონ იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. როდესაც სომხეთის მთავრები (მათ შორის ვასპურაკანის მფლობები გაგიკი) იუსუფის მხარეზე გადავიდნენ, სმბატ I დამარცხდა და იუსუფმა სიკვდილით დასაჯა ქალაქ დვინში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]