აშოტ I დიდი
| აშოტ I | |
| დიდი | |
| აშოტ კურაპალატის ხატი | |
| ქართლის ერისთავი ტაო-კლარჯეთის მეფე |
|
| მმართ. დასაწყისი: | 786 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 813 |
| წინამორბედი: | სტეფანოზ IV |
| დაბ. თარიღი: | |
| შვილები: | 1.ბაგრატ I 2.ადარნასე I 3.გვარამ მამფალი |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
აშოტ I დიდი, კურაპალატი (გ. 29 იანვარი, 826, დოლისყანა), ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მამამთავარი და მეფე 809 - 826 წლებში. მანამდე, დაახლოებით 786-809 წლებში იგი იყო ქართლის ერისმთავარი.
პაპამისი, ისევე, როგორც ბაგრატიონთა საგვარეულოს დიდი ნაწილი, იყო ერთ-ერთი უძველესი ქართული პროვინციიდან, - სპერიდან (ამჟამად ისპირი, თურქეთის ტერიტორიაზე) და იგი 730-იანი წლებიდან ჩანს კლარჯეთში. აშოტი სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო შავშეთ-კლარჯეთში, რომელიც პოლიტიკურად ბიზანტიას ეკუთვნოდა. აშოტ I ამ ადგილების მფლობელი და ბიზანტიის ვასალი გახდა, მიიღო ბიზანტიის სამეფო კარის კურაპალატის პატივი, აღადგინა ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული და შემდეგ მურვან ყრუს მიერ აოხრებული არტანუჯის ციხე,მის მახლობლად ქალაქი გააშენა და ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა, აქვე ააშენა წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები. ამ დროიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა.
საქართველოს ისტორიაში ამ ხანას ტაო-კლარჯეთის ან " ქართველთა სამეფოს" პერიოდი ეწოდება. ამდენად, 809 წელი მიჩნეულია ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დაფუძნების წლად, თუმცა, ეს საგვარეულო ქართლს განაგებდა ჯერ კიდევ 575 წლიდან, როდესაც ქართლის ერისმთავარი გახდა გუარამ I კურაპალატი. აშოტ I მოკლულ იქნა შინაგამცემლობის შედეგად.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ბადრიძე შ., «ქართველთა სამეფოს» პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან, «თსუ შრომები», 1965, ტ. 113;
- კეკელიძე კ., აშოტ დიდი კურაპალატის ქრონოლოგიისათვის, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 8, თბ., 1962;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 2, თბ., 1963;
- ბადრიძე შ., ქსე, ტ. 2, გვ. 68-69, თბ., 1977
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
| წინამორბედი: სტეფანოზ IV |
ქართლის ერისთავი 786 - 813 |
შემდეგი: ' |
| წინამორბედი: ' |
ტაო-კლარჯეთის მეფე 809 - 826 |
შემდეგი: ბაგრატ I |
|
|||||||||||
სტატიის