მამფალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამფალიფეოდალურ საქართველოში „პატრონის“ შესატყვისი ტერმინი, ფეოდალი მთავრების სახელწოდება; მიღებულია „მამა“ და „უფალ“ სიტყვების შეერთებით. მისი გაჩენა მეტყველებაში გამოწვეული იყო სათანადო ცვლილებით სოციალურ ცხოვრებაში — სიტყვა „უფალმა“ (მიწის, ადამიანთ და სხვათა მფლობელი) ფეოდალი მესაკუთრის, მისგან დამოკიდებულ ადამიანზე მზრუნველი „მამის“ და „პატრონის“ შინაარსიც შეიძინა. ტერმინი მამფალი პირადი და საადგილმამულო ურთიერთდამოკიდებულების გამოსახატავად ფართოდ დამკვიდრდა VIII საუკუნის II ნახევარში.

IX—X საუკუნეებში როდესაც ამავე მნიშვნელობით საყოველთაოდ გავრცელდა „პატრონი“, ტერმინი „მამფალი“, ფეოდალი მთავრის აღსანიშნავად კიდევ გამოიყენებოდა, მაგრამ მალე გამოვიდა ხმარებიდან.

მამფალი იყო დინასტიური ტიტული შუა საუკუნეების საქართველოში (გვიანი VIII–X საუკუნეები), ჩვეულებრივ მას ატარებდნენ წარჩინებული ბაგრატიდი უფლისწულები, რომლებსაც არავითარი ბიზანტიური ღირსებები არ გააჩნდათ. ეს არის დაკავშირება სიტყვებისა „მამა“ და „უფალი“.[1]

მამფალის ტიტულს ატარებდნენ:

ტაოს შტო
კლარჯეთის შტო
  • სუმბატ I, მამფალი, არტანუჯელი. ანტიპატოს-პატრიკი (†899)
  • დავით I, მამფალი (†943, 20 თებერვალს, მონაზვნობაში)
  • ბაგრატ I, მამფალი, არტანუჯელი (†909, 20 აპრილს, აღვსების დღეს)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ქართლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება IV—VIII საუკუნეებში, თბ., 1979;
  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 6, გვ. 400, თბ., 1983

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 388. Peeters Bvba ISBN 90-429-1318-5.