ბიოსფერო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიოსფერო

ბიოსფერო (ინგ. biosphere, ბერძ. bios - სიცოცხლე და sphaira - სფერო) — დედამიწის თხელი ფენა, სადაც არსებობს და ვითარდება სიცოცხლე. ტერმინი „ბიოსფერო“ პირველად გამოჩენილმა ფრანგმა ნატურალისტმა ჟან ბატისტ ლამარკმა გამოიყენა, ხოლო მწყობრი სწავლება ბიოსფეროს შესახებ მხოლოდ მე–XX საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. მისი ავტორია რუსი მეცნიერი ვლადიმერ ვერნადსკი.

თანამედროვე ბიოსფერო მოიცავს ლითოსფეროს, ანუ დედამიწის ქერქს; ჰიდროსფეროს ანუ დედამიწის წყლიან გარსს და ატმოსფეროს ანუ პლანეტის აიროვან გარსს.

ატმოსფერო

ბიოსფეროს ზედა საზღვარი ზღვის დონიდან დაახლოებით 6 კილომეტრს აღწევს. ამ სიმაღლეზე ჯერ კიდევ შეუძლიათ არსებობა ქლოროფილის შემცველ მცენარეებს. ბიოსფეროს ქვედა საზღვარი ვრცელდება 2–3 კმ სიღრმეზე ხმელეთის პირობებში და 1–2 კმ–ის სიღრმეზე ოკეანის ფსკერიდან.

ბიოსფეროს ერთ–ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა ნივთიერების წრებრუნვა მის ცოცხალ და არაცოცხალ ნაწილებს შორის. ამ პროცესს მნიშვნელოვანი ენერგია ესაჭიროება. ამ ენერგიის წყაროა მზე.

მზის ენერგია ნივთიერებათა ორ წრებრუნვას უზრუნველყოფს – დიდს, ანუ გეოლოგიურს და მცირეს, ანუ ბიოლოგიურს. დიდი წრებრუნვის მაგალითია წყლის მიმოქცევა, რომელიც გულისხმობს დედამიწის ზედაპირიდან წყლის აორთქლებას და მის დედამიწაზე დაბრუნებას ნალექის სახით. ოკეანიდან მეტი წყალი ორთქლდება, ვიდრე ბრუნდება. ხმელეთზე პირიქით, მეტი ნალექი გამოიყოფა, რომლის ნაწილი მდინარეებში, იქიდან კი ოკეანეებში ჩაედიენება.

ცოცხალი ორგანიზმის გაჩენასთან ერთად, დიდ ანუ გეოლოგიური წრებრუნვის წიაღში ჩაისახა მცირე, ანუ ბიოლოგიური წრებრუნვა. ბიოლოგიური წრებრუნვისათვის დამახასიათებელია ორგანული ნივთიერებების წარმოქმნა და დაშლა. ეს პროცესი ხორციელდება ქიმიური ელემენტების მიმოცვლით ცოცხალ ორგანიზმებს შორის.

ადამიანი ბიოსფეროს განვითარების გარკვეულ ეტაპზე წარმოიშვა და მას ნოოსფერო ანუ შეგნების სფერო ჰქვია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 393, თბ., 1977 წელი.
  • Вернадский В. И., Избр. соч., т. 5, М., 1960; его же, Химическое строение биосферы Земли и её окружения, М., 1965;
  • Хильми Г. Ф., Основы физики биосферы, Л., 1966;
  • Дювиньо П. и Танг М., Биосфера и место в ней человека, пер. с франц., М., 1968.