ენერგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელვა არის ჰაერის ელექტრული გარღვევის მოვლენა გამოწვეული ძლიერი ელექტრული ველით. ამ დროს ელექტრული ველის პოტენციური ენერგია გარდაიქმნება სითბოდ, სინათლედ და ბგერად რომლებიც ენერგიის განსხვავებულ ფორმას წარმოადგენს.

ფიზიკაში ენერგია (ბერძნ. ἐνέργεια - მოძრაობა) არის სიდიდე, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ნებისმიერ ნაწილაკს, სხეულს ან სხეულების ერთობლობას და წარმოადგენს მოძრაობის და ურთიერთქმედების რაოდენობრივი ზომს. ენერგიის სხვადასხვა ფორმები მოიცავს კინეტიკურ ენერგიას, პოტენციურ ენერგიას, სითბურ ენერგიას, გრავიტაციულ ენერგიას, დრეკადობის ენერგიას, და სხვა. ენერგიის სხვადასხვა ფორმებს ხშირად სახელი ეწოდებად მასთან დაკავშირებული (ასოცირებული) ძალის მიხედვით. გერმანელმა ფიზიკოსმა ჰერმან ფონ ჰელმჰოლცმა დაადგინა, რომ ენერგიის ყველა ფორმა ექვივალენტურია - ერთი ფორმის ენერგია შეიძლება გაქრეს, მაგრამ ენერგიის იგივე რაოდენობა წარომოიქმნება სხვა ფორით.[1] ენერგია შენახვადი და სკალარული ფიზიკური სიდიდეა. SI სისტემაში ენერგიის ერთეული არის ჯოული, ხოლო გაუსის ერთეულთა სისტემაში ერგი. ზოგიერთ სხვა დარგებში ენერგიის ერთეულად გამოიყენება აგრეთვე კილოვატ-საათი და კალორია.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. R. Resnick and D. Halliday (1960), Physics, Section 22-1 (Heat, a Form of Energy), John Wiley and Sons, Library of Congress Catalog Card Number 66-11527