ნოოსფერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოოსფერო — ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების სფერო, სადაც ადამიანის გონივრული მოქმედება წარმოადგენს განვითარების მთავარ, მამოძრავებელ ფაქტორს. ცნება ნოოსფერო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში შემოიღეს პიერ ტეიარ დე შარდენმა და ედუარდ ლე რუამ, რომლებიც განსაზღვრავენ მას, როგორც დედამიწის „მოაზროვნე“ გარსს. ვლადიმერ ვერნადსკიმ ტერმინ ნოოსფეროს ახალი მატერიალური შინაარსი მისცა: ნოოსფერო ბიოსფეროს ახალი უმაღლესი სტადიაა. ნოოსფერო სულ უფრო ფართოვდება და გარდაიქმნება კოსმოსის ახალ სტრუქტურულ ელემენტად. ცნება ნოოსფერო გულისხმობს საზოგადოებასა და ბუნებას შორის გონივრულ ურთიერთგავლენის აუცილებლობას. ეს კი მოითხოვს წარმოების გონივრულ და ეფექტურ დაგეგმვას, ბუნების გარდაქმნის ამოცანის გლობალურ გადაჭრას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]