ფრენ უოლში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრენ უოლში
Fran Walsh

ფრენ უოლში
სახელი დაბადებისას ფრენსის უოლში
დაბადების თარიღი 10 იანვარი, 1959 (1959-01-10) (55 წლის)
დაბადების ადგილი ველინგტონი, ახალი ზელანდია
მოღვაწეობა სცენარისტი, კინოპროდიუსერი, მუსიკოსი
მეუღლე პიტერ ჯექსონი (1987-დღემდე)

ფრენსის "ფრენ" უოლში, ლედი ჯექსონი, (დ. 1959 წლის 10 იანვარს) - სცენარისტი, კინოპროდიუსერი და მუსიკოსი ახალი ზელანდიიდან. იგი არის რეჟისორ პიტერ ჯექსონის მეუღლე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს - ბილი და კეიტი.

ფრენ უოლში მონაწილეობდა ჯექსონის ყველა ფილმის შექმნაში. პირველი მათ შორის იყო ცუდი გემოვნება. საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის, წლის ფილმისათვის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისათვის (ფილმი ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება) მას 2004 წელს მიღებული აქვს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო ოსკარიოსკარი. მთლიანობაში იგი "ოსკარზე" რვაჯერ იქნა ნომინირებული.