ლიტომიშლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლიტომიშლი
Litomyšl
ქალაქის ცენტრალური მოედანი
ქალაქის ცენტრალური მოედანი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
კოორდინატები 49°52′12″ ჩ. გ. 16°18′46″ ა. გ. / 49.87000° ჩ. გ. 16.31278° ა. გ. / 49.87000; 16.31278
პირველი ხსენება 981
ფართობი 33.45 კმ²
ცენტრის სიმაღლე 330
მოსახლეობა 10 231 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 306 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 030 92 - 570 01
ოფიციალური საიტი ბმული

ლიტომიშლი მდებარეობა ჩეხეთის რესპუბლიკა

Red pog.svg

ლიტომიშლი (ჩეხ. Litomyšl; გერმ. Leitomischl) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩეხეთში, პადრუბიცის რეგიონში. ქალაქის ცენტრში მდებარე ციხედარბაზი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

აღმოსავლეთ ბოჰემიური ქალაქი ლიტომიშლი პირველად XIII საუკუნეში გამოჩნდა, ძველი, გამაგრებული დასახლების ადგილას, რომელიც ბოჰემიისა და მორავიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა 1568–1581 წლებში აშენებული მონუმენტური, რენესანსული ციხესიმაგრეა. ციხესიმაგრის ნაგეობებეი რაიმე განსაკუთრებული არქიტექტურული მასახიათებლებით არ გამოირჩევიან, მაგრამ ისტორიულად მიიჩნევა, რომ აქ დაიბადა ჩეხი კომპოზიტორი ბედრჟიხ სმეტანა. ციხესთან მდებარე წაგრძელებული მოედანი ერთ-ერთი უდიდესია მთელს ჩეხეთში. აქ განლაგებულია ქალაქის ცენტრალური დარბაზი და გოტიკურ-რენესანსული სახლების სერია. წარსულში ლიტომიშლი მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო, 1344 წელს აქ ბოჰემიაში მეორე საეპისკოპოსო დაარსდა, რომელმაც არსებობა ჰუსიტური ომების დროს შეწყვიტა. XIX საუკუნეში უდიდეს როლს თამაშობდა ქალაქის გრამატიკული სკოლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 901
რუს.ინგლ.ფრ.