ტობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტობი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ოჯახი:  კობრისებრნი
გვარი:  ტობი
ლათინური სახელი
Chondrostoma

ტობი (ლათ. Chondrostoma) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 18 სახეობას; ბინადრობენ ევროპისა და წინა აზიის მტკნარ წყალში. საქართველოში გავრცელებულია 2 სახეობა: კოლხური ტობი (Chondrostoma colchicum) და მტკვრის ტობი (Chondrostoma cyri). მათი წაგრძელებული სხეულის სიგრძე 25-30 სმ-ს, მასა კი — 160-200 -ს აღწევს. ბინადრობენ ძირითადად მდინარეებში. გემრიელი თევზებია. საქართველოში მცირე რაოდენობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტობი&oldid=3990417“-დან