ფრიტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიტა
Ouklejka pruhovaná.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
სახეობა: ფრიტა
ლათინური სახელი
Alburnoides

ფრიტა (ლათ. Alburnoides) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 8-14 სმ, მასა — 100 გ აღწევს. ფართოდ არის გავრცელებული ევროპის მტკნარ წყლებში, ალპებიდან ჩრდილოეთით და საფრანგეთიდან დასავლეთით, კავკასიაში, მცირე აზიის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ტიგრისა და ევფრატის აუზში. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. საქართველოში ფრიტა გვხვდება როგორც დასავლეთ (A. b. fasciatus), ისე აღმოსავლეთ (A. bipunctatus eichwaldi) საქართველოში. მოიპოვება ასევე ჯავახეთის ზეგანზე არსებულ მდინარეებში. ფრიტა გვხვდება ასევე ამტყელის ტბაში. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფრიტა&oldid=2399706“-დან