ტოკანტინსი (მდინარე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტოკანტინსი
Tocantins watershed.png
დახასიათება
სიგრძე 2850 კმ
ჩაედინება ატლანტის ოკეანე
ტოკანტინსის სანაპირო

ტოკანტინსი (tocantins) — მდინარე ბრაზილიის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე — 2850 კილომეტრი, აუზის ფართობი 770 ათ. კმ². წარმოიქმნება მდინარეების მარანიანისა და ალმასის შეერთებით, რომელთაც სათავე აქვს ბრაზილიის ზეგნის ცენტრალურ ნაწილში. მდინარეზე ბევრი ჩანჩქერი და ჭორომია. უერთდება მდ. პარას (მდ. ამაზონის დელტის მარჯვენა ტოტი). დიდი შენაკადია არაგუაია. წყალდიდობა იცის ოქტომბრიდან მაის-აპრილამდე. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 16300 მ³/წმ. სანაოსნოა შესართავიდან 350 კმ.

ლიტერატურა[რედაქტირება]