პირანიასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პირანიასებრნი
Piranha-serrasalmus manueli 01.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: პირანიასებრნი
ლათინური სახელი
Serrasalmidae

პირანიასებრნი (ლათ. Serrasalmidae) — მტაცებელი თევზების ოჯახი კობრისებრთა რიგისა. აქვთ ძლიერი ყბები და ბასრი კრიბელი. ოჯახში 3 გვარია. ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის მტკნარ წყალში. პირანიასებრთა დიდი ქარავნები თავს ესხმიან ნადავლს, მსხვერპლის სხეულიდან გლეჯენ ხორცს ნაკუწებად (ერთ წუთში შეუძლიათ ძვლებამდე გაასუფთაონ დიდი ცხოველი, მაგ., წყლის გოჭი). ადამიანისათვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილ პირანიასებრთა 4 სახეობა, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია 30 სმ-მდე სიგრძის ჩვეულებრივი პირანია (Rooseveltiella nattereri) და 60 სმ-მდე სიგრძის დიდი პირანია (Pygocentrus piraya). აკვარიუმში აგრესიულობას კარგავენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]