არაპაიმა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
არაპაიმა (Arapaima gigas) — მტკნარი წყლის თევზი ქაშაყისნაირთა რიგისა, აქვს 4 მ-მდე სიგრძე, 200 კგ-მდე წონა. ყრის მსხვილ კვერცხებს. იკვებება თევზითა და უხერხემლო ცხოველებით. გვხვდება ამაზონის აუზში. ძვირფასი სარეწაო თევზია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 540, თბ., 1975 წელი.