მადეირა (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
ამაზონის აუზი და მდინარე მადეირა |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 3 230 კმ |
| აუზის ფართობი | 1.158.000 კმ² |
| ჩაედინება | ამაზონი |
| ქვეყნები | |
მადეირა ქალაქ პორტუ-ველიუსთან
მადეირა — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის უმსხვილესი შენაკადი. წარმოიქმნება ბოლივია-ბრაზილიის საზღვარზე მდინარეების - მამორესა და ბენის შერწყმის შედეგად. მასზე გადის ამ ორი ქვეყნის საზღვრის 100 კილომეტრიანი მონაკვეთი. შემდეგ სვლას აგრძელებს ბრაზილიის შტატების, რონდონიისა და ამაზონასის ტერიტორიებზე, რის შემდეგაც უერთდება ამაზონს. მისი სიგრძე 3 230 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 1.158.000 კმ².
მადეირას წყლის დონეს სეზონურობის მიხედვით 12 მეტრით იცვლება. მაქსიმალურ დონეს ოქტომბერ-მაისში აღწევს. ქალაქ პორტუ-ველიუს შემდეგ ის სანაოსნოა. მდინარეში ბინადრობენ ამაზონის დელფინები.
2007 წელს, ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ მადეირაზე ის ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას აპირებს.