სელიმიეს მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელიმიეს მეჩეთი და მისი სოციალური კომპლექსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°40′41″ ჩ. გ. 26°33′34″ ა. გ. / 41.67806° ჩ. გ. 26.55944° ა. გ. / 41.67806; 26.55944
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1366
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1366
ინგლ.რუს.ფრ.

სელიმიეს მეჩეთი (თურქ. Selimiye Camii) — ოსმალეთის იმპერიის დროინდელი მეჩეთი თურქეთში, ქალაქ ედირნეში. მეჩეთის მშენებლობა მიმდინარეობდა 1569—1575 წლებში სულთან სელიმ II-ის თაოსნობით, სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მიმარ სინანი.[1] თავად სინანი მას თავის შედევრად თვლიდა, ამჟამად კი მიიჩნევა ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ უმაღლეს მიღწევად.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს მოზრდილი მეჩეთი კუილიეს (საავადმყოფოს, სკოლის, ბიბლიოთეკის და/ან აბანოების კომპლექსი მეჩეთის გარშემო) ცენტრშია აღმათული, რომელიც მოიცავს მედრესეს (ისლამისა და მეცნიერების სასწავლო აკადემია), მეტაბელეების ოთახსა და არასტას (ჩამწკრივებული მაღაზიები). ამ მეჩეთში სინანმა გამოიყენა საყრდენი რვაკუთხა სისტემა, რომელიც შექმნილია კდელებზე გამოკვეთილი რვა კოლონით. კოლონებზე დაშენებული თაღების უკან, მართკუთხედის კუთხეებში არსებული ოთხი ნახევრად გუმბათი წარმოადგენს შუა ნაწილს უზარმაზარი გარშემოწერილობის გუმბათსა (დიამეტრი 31,25 მ) და კედლებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთის ინტერიერი სეგმენტებადაა დაყოფილი, სინანმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ მიჰრაბის დანახვა მეჩეთის ნებისმიერი ადგილიდან ყოფილიყო შესაძლებელი. ოთხი მაღალი მინარეთით შემოსაზღვრულ მეჩეთს მწვერვალზე დიდი გუმბათი ადგას. მის გარშემო ასევე განლაგებულია მრავალი დამატებითი ნაგებობა: ბიბლიოთეკები, სკოლები, სასტუმროები, აბანოები, უპოვართათვის განკუთვნილი წვნიანის სამზარეულოები, მაღაზიები, საავადმყოფოები და სასაფლაო. ეს ყოველივე შეჯგუფებულად, ღერძული მიმართულებითაა განლაგებული. მეჩეთის წინ გაშლილია მართკუთხა ეზო, რომლის ფართობიც მეჩეთისას უტოლდება.

1913 წელს, ედირნეზე ბულგარელების ალყის დროს, მათმა არტილერიამ მეჩეთის გუმბათზე იერიში მიიტანა. მიუხედავად ამისა, წარმოუდგენელი სიმტკიცის წყალობით, დარტყმებისას გუმბათმა მხოლოდ მცირე დაზიანება მიიღო. როგორც ამბობენ, ათათურქის ბრძანებით ის არ აღუდგენიათ, რათა მომავალი თაობებისთვის ერთგვარი გაფრთხილების სიმბოლო ყოფილიყო. 1982-1995 წლებში, მეჩეთი გამოსახული იყო თურქული ლირის 10 000-იან ბანკნოტზე.[2] 2011 წელს, დამხმარე ნაგებობებთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kiuiper, Kathleen (2009). Islamic Art, Literature, and Culture. Rosen Education Service, გვ. 201. ISBN 978-1615300198. 
  2. Central Bank of the Republic of Turkey დაარქივებული 2009-06-15 საიტზე Wayback Machine. . Banknote Museum: 7. Emission Group - Ten Thousand Turkish Lira - I. Series დაარქივებული 2009-07-29 საიტზე Wayback Machine. , II. Series დაარქივებული 2009-07-29 საიტზე Wayback Machine. , III. Series დაარქივებული 2009-07-29 საიტზე Wayback Machine. & IV. Series დაარქივებული 2009-07-29 საიტზე Wayback Machine. . – Retrieved on 20 April 2009.